Saturday, June 8, 2019

აფხაზების დავა ქართველების ნასახლარებზე გრძელდება - "ვიღაცეები ქართველებს დაუკავშირდნენ და თანხაც კი შესთავაზეს..."

აფხა­ზე­თის ომის შე­დე­გად 300 000-ზე მეტი ქარ­თვე­ლი დევ­ნი­ლი გახ­და. მა­შინ იქ დარ­ჩე­ნილ აფხა­ზებს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის "ლი­დე­რებს" ეგო­ნათ, რომ ომის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბას მშვი­დად გა­ნაგ­რძობ­დნენ, ტუ­რიზმს გა­ნა­ვი­თა­რებ­დნენ, და­მო­უ­კი­დე­ბელ ეკო­ნო­მი­კას აა­შე­ნებ­დნენ და ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და; გა­ვი­და დრო და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დღემ­დე ქარ­თვე­ლე­ბის ნა­სახ­ლა­რებ­ზე ია­რა­ღის მუ­ქა­რით, სრო­ლით, ერ­თმა­ნე­თის სის­ხლისღვრით და­ო­ბენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, 6 ივ­ნისს აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა პა­ლა­ტამ სა­დაო სახ­ლე­ბი­სა და უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის თემა კი­დევ ერთხელ გა­ნი­ხი­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ერთი წლის წინ, პა­ლა­ტამ ასამ­დე მო­ქა­ლა­ქის სა­ჩი­ვა­რი შე­ის­წავ­ლა, სა­დაც ისი­ნი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პა­ლა­ტის" წევ­რის და­ნი­ელ უბი­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი 90-იანი წლე­ბის შე­დე­გად დარ­ჩე­ნი­ლი, იმ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აღ­რი­ცხვა­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ომამ­დე ქარ­თვე­ლებს ეკუთ­ვნო­დათ, შემ­დეგ კი მათ­მა ნა­თე­სავ­მა, ახ­ლო­ბელ­მა ან სუ­ლაც მე­ზო­ბელ­მა აფხა­ზებ­მა თა­ვი­ანთ სა­კუთ­რე­ბად "აღი­ა­რეს".
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბი ე.წ. აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნებ­მა მი­ით­ვი­სეს. აქ და­ი­წყო გა­უ­გებ­რო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, რად­გან დღემ­დე ვერ გა­ავ­ლეს ზღვა­რი, თუ დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ვის მეტი ეკუთ­ვნო­და და ვის ნაკ­ლე­ბი... აფხა­ზე­ბი ხში­რად ირო­ნი­უ­ლად ხუმ­რო­ბენ "ვე­ტე­რა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ, მათ­თან ბრძო­ლა­ში მი­ღე­ბულ ჭრი­ლო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბენ. უკან­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კი ამ­ბო­ბენ - სა­ქარ­თვე­ლოს­გან გვე­კუთ­ვნი­სო".
უბი­რი­ას თქმით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვებს შო­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. ჯერ კი­დევ არ­ძინ­ბას დრო­საც ხდე­ბო­და ასე­თი ფაქ­ტე­ბი და ეს დღემ­დე გრძელ­დე­ბა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ზუ­რაბ ზუხ­ბას ცნო­ბით, მას არა­ერ­თი მსგავ­სი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ სმე­ნია.
ე.წ. აფხა­ზი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის პო­ზი­ცი­ის თა­ნახ­მად, მათ, ვინც 90-იანი წლე­ბის ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მა­თაც, ვისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ამ ომს შე­ეწ­რი­ნენ, შე­ღა­ვა­თე­ბი ეკუთ­ვნით, თუმ­ცა აქ იწყე­ბა მთა­ვა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. სხვე­ბის თქმით, ისი­ნი ისე­დაც გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს იღე­ბენ და მათ ფონ­ზე და­ნარ­ჩე­ნე­ბი, ვი­საც ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუნ­დაც ასა­კის გამო არ მო­უ­წი­ათ, იჩაგ­რე­ბი­ან.
არის კი­დევ ფაქ­ტო­რი, აფხა­ზე­ბის ცნო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მათ მი­მართ, ვინც ომის დრო­საც და მას შემ­დე­გაც კარგ ურ­თერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ ქარ­თვე­ლებ­თან, ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მათი სახლ-კა­რის მოვ­ლი­თან თუ სხვა ფაქ­ტო­რით, შე­ღა­ვა­თე­ბით არ უნდა სარ­გებ­ლობ­დნენ. შე­ღა­ვა­თებ­ში იმ ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელს გუ­ლის­ხმო­ბენ, რა­საც აფხა­ზე­ბის ეს ნა­წი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი სახ­ლე­ბის ტუ­რის­ტებ­ზე გა­ქი­რა­ვე­ბით იღე­ბენ...
ერთ-ერთი აფხა­ზე­ბის თქმით, "უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა, ვისი ოჯა­ხის წევ­რი იმ წლებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი ან სუ­ლაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, თა­ვი­სი მკვდა­რი სა­ო­მარ მოქმდე­ბე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლად ჩა­ა­წე­რი­ნა და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლობ­და".
მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­რა­თი ტრა­გი­კო­მი­კუ­რია, რად­გან "კა­ნო­ნი" ამ საქ­მეს ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს, თუნ­დაც იმი­ტიმ, რომ მა­შინ ამ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ნამ­დვილ მე­პატ­რო­ნე­ე­ბის თან­ხმო­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.
"მე ვიცი რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ჩემს გარ­შე­მო აფხა­ზე­ბი ქარ­თვე­ლებს და­უ­კავ­შირ­დნენ და გარ­კვე­უ­ლი თან­ხაც კი შეს­თა­ვა­ზეს და უმე­ტე­სად უარი მი­ი­ღეს... თუმ­ცა, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ გა­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბიც იყო, რო­გორ და რა­ნა­ი­რად არ ვიცი..." - წერს მზია ინალ-იფა.
"ეს არის ის აბ­სურ­დუ­ლი თემა, რო­მე­ლიც მგლუ­რი კა­ნო­ნით გვარ­დე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, არც ერთი ქარ­თვე­ლის სახ­ლში არ შე­სუ­ლი­ყო აფხა­ზი, რათა ამით სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვცე­მო­და. ახლა კი, ამას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, რად­გან ხალ­ხს არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი და ყვე­ლა­ფერს ებღა­უ­ჭე­ბი­ან, რი­თაც თა­ვის გა­ტა­ნას შეძ­ლე­ბენ. ამ პრობ­ლე­მას მოგ­ვა­რე­ბა არ უწე­რია..." - წერს ეკა­ტე­რი­ნე ბგან­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment