Tuesday, June 4, 2019

მამუკა ბახტაძე მუსლიმებს რამადანის თვის დასრულებას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის თვის დასრულებას ულოცავს.
„ვულოცავ ყველა ჩვენს მუსლიმ მოქალაქეს რამადანის თვის დასრულებას, დიდ რელიგიურ დღესასწაულს - რამაზან-ბაირამს და ვუერთდები თქვენს ზეიმს. გისურვებთ თითოეულ თქვენგანს სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას. ჩვენს ქვეყანას და თქვენს ოჯახებს ვუსურვებ მშვიდობიან მომავალს, წინსვლასა და წარმატებებს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
რამადან ბაირამი, იგივე ფითირ ბაირამი მუსლიმთა კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment