Monday, June 3, 2019

რომის პაპმა ბოშებს ბოდიში მოუხადა

რომის პაპი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთშია. ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკემ საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა და კომუნისტების დროს ნაწამები 7 რუმინელი ეპისკოპოსი წმინდანად შერაცხა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
პაპი ქალაქ ბლაჟშიც იმყოფებოდა. ის ბოშებსაც შეხვდა და კათოლიკური ეკლესიის სახელით პატიება ითხოვა. მისი თქმით, ბოშები ევროპაში, საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ დევნასა და რეპრესიებს.
ისტორიული დოკუმენტების თანახმად, ჰოლოკოსტის დროს ასობით ათასი ბოშა დაიღუპა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment