Sunday, June 9, 2019

მთაწმინდის N1 უბანზე ხმის მისაცემად ამომრჩევლები სხვა ოლქებიდან მივიდნენ

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის N1 უბანზე ამომრჩევლები სხვადასხვა ოლქებიდან მივიდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კრწანისის, ვაკისა და სამგორის საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა უბანზე შესვლა და ხმის მიცემა მოითხოვეს. მათ ამის საშუალება არ მიეცათ. 
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არაუფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლისგან თავი უნდა შეიკავონ. ცესკოსვე ცნობით, სხვა ოლქიდან მისული ამომრჩევლები მთაწმინდაზე ხმას ვერ მისცემენ.
შუალედური არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში იმართება. არჩევნებში ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე მონაწილეობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment