Monday, June 10, 2019

ჯასტინ ბიბერი ტომ კრუზს UFC-ის წესებით საბრძოლველად იწვევს

კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი მსახიობ ტომ კრუზს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) წესებით ბრძოლას UFC-ის რინგზე სთავაზობს. ამის შესახებ ბიბერმა პოსტი Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
25 წლის მომღერლის პოსტს სოციალურ ქსელში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის ბიბერის მიერ კრუზის გამოწვევასთან დაკავშირებით პოსტი გადააზიარა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა, რომელმაც კრუზს და ბიბერს ამ დაპირისპირების მასპინძლობა შესთავაზა.
ტომ კრუზის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
imedinewws.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment