Thursday, July 11, 2019

21 წლის ბიჭი, რომელმაც დაკარგული საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააპატიმრეს - რას ყვება ბრალდებულის მხარე

21 წლის ბიჭი, რო­მელ­მაც და­კარ­გუ­ლი სა­ფუ­ლე იპო­ვა და პო­ლი­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნა, და­ა­პა­ტიმ­რეს. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში ერთი კვი­რის წინ მოხ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის დე­ი­და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში საქ­მის დე­ტა­ლებს ყვე­ბა. მისი თქმით, შ.ჩ. სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მე­უღ­ლეს­თან და მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ვარ­კე­თილ­ში, სუ­პერ­მარ­კეტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც და­კარ­გუ­ლი სა­ფუ­ლე შე­ნიშ­ნა.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა შე­ნო­ბა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მაც აღ­ბეჭ­დეს. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის დე­ი­და ნუკა არ­ვე­ლა­ძე ამ­ბობს, კად­რებ­ში ჩანს, რომ სა­ლა­როს­თან კლი­ენ­ტე­ბის რი­გია. ბრალ­დე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბა რიგს და რო­დე­საც მო­ლა­რეს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, აწ­ვდის მას ნა­პოვნ სა­ფუ­ლეს. ნივ­თი არის დიდი ზო­მის სა­ფუ­ლე სა­ხე­ლუ­რით. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა მას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. ბრალ­დე­ბუ­ლი შ.ჩ იღებს სა­ფუ­ლეს და მი­აქვს
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ შსს ამ საქ­მეს ხუ­რავ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­ქო­ნის გამო. სა­ნამ და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ, წინა დღე­ებ­ში და­ი­ბა­რეს და უთხრეს, რომ ვხუ­რავთ საქ­მე­სო. მაგ­რამ მერე რა­ტომ შე­მო­აბ­რუ­ნეს ასე, ვერ მივ­ხვდი.
ჩემი დის­შვი­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბა­ში ნა­სამ­რთლე­ვია სხვი­სი ნივ­თის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე. ორი თვეა რაც ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და. ელექტრო­სა­მა­ჯუ­რი უკე­თია და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა აქვს, ამი­ტომ ცხრა სა­ა­თამ­დე სახ­ლში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რო­დე­საც ნივ­თი იპო­ვა, იყო სა­ღა­მოს სა­ა­თე­ბი, თვი­თონ ვერ ას­წრებ­და ჩა­ე­ტა­ნა პო­ლი­ცი­ა­ში და მის­მა მშობ­ლებ­მა მი­ი­ტა­ნეს სა­ფუ­ლე პო­ლი­ცი­ა­ში.
მე­ო­რე დღეს შედ­გა ოქმი, იპო­ვეს სა­ფუ­ლის პატ­რო­ნი, ირა­ნე­ლი პირი. ეს ადა­მი­ა­ნი ჯერ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ედო ფული შიგ­ნით თუ არა. და­ი­წყო ათა­სი დო­ლა­რი­დან და ავი­და ათას სა­მა­ას დო­ლა­რამ­დე, კი­დევ ორ­მო­ცი ლარი მე­დოო. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცა.
ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო კი ის არის, რომ სა­ფუ­ლე­ში სხვა დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად კა­ზი­ნოს ბა­რა­თე­ბი ედო. ანუ არის აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ცრუ­ობ­დეს და არა­ნა­ი­რი ფული არ ჰქო­ნო­და რე­ა­ლუ­რად შიგ­ნით" - ამ­ბობს ნუკა რა­ვე­ლა­ძე.
შემ­თხვე­ვა­ზე საქ­მე 177 ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, კერ­ძოდ სხვი­სი ნივ­თის ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის კახა მუმ­ლა­ძის თქმით, საქ­მე თა­ვი­დან­ვე არას­წო­რად დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და ამას­თან, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.
"ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბა რო­გორ არის, რო­დე­საც ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი აღ­წე­რეს ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა და ჩემი დაც­ვის ქვე­ში მყო­ფი მო­ლა­რეს აწ­ვდის სა­ფუ­ლეს, შემ­დეგ დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ხსნის და მი­აქვს?! გა­მო­ძი­ე­ბას არც კი და­უ­კი­თხავს მა­გა­ლი­თად მო­ლა­რე, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვი­დან ერთ სა­ათ­ში მი­ვი­და სუ­პერ­მარ­კეტ­ში ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე და კი­თხუ­ლობ­და, აქ ხომ არ დამ­რჩა სა­ფუ­ლეო.
ეს მო­ლა­რე ასე­ვე ამ­ბობს, რომ ჩვენ ვი­ცო­დით, მას ედო ათას ხუ­თა­სი ლარი, დაც­ვას­თან ასე უთ­ქვამ­სო. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც ამ­ბობს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თან­ხა­ზე ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დაო, ხან რას ამ­ბობ­და, ხან რასო. ბო­ლოს ათას ხუ­თას დო­ლა­რამ­დე ავი­დაო. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი რამ: ეს ირა­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ ფული ედო ჯი­ბე­ში, ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო ფული და გა­უ­წო­და მო­ლა­რეს. ამ მოქ­მე­დე­ბა­ში მას ჩან­თა ხელს უშ­ლი­და და იმი­ტომ დადო იქვე დახლზე. ანუ რე­ა­ლუ­რად, ფული მას ჯი­ბე­ში ედო. ჩხრე­კაც კი არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, რად­გან თვი­თონ­ვე შე­ე­პა­რათ ეჭვი გა­მომ­ძი­ებ­ლებს ამ მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბის გამო.
ის რომ, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა არას­რულ­წლოვ­ნე­ბა­ში ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და ამის გამო მი­უ­სა­ჯო წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა, ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან არ არ­სე­ბობს არც მი­მალ­ვის და არც მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე. ამას­თან, არ არ­სე­ბობს პრაქ­ტი­კა­ში ასე­თი რამ - მო­ი­პა­როს ადა­მი­ან­მა ნივ­თი, ამო­ი­ღოს იქე­დან ფული და მი­ი­ტა­ნოს პო­ლი­ცი­ა­ში.
სამ­წუ­ხა­როდ, ამ მხრივ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ძა­ლი­ან არას­წო­რი მიდ­გო­მა აქვთ და ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტი. ბევ­რი მსმე­ნია ასე­თი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია საქ­მის „გახ­სნა“ მა­შინ, რო­დე­საც თა­ვი­სი ფე­ხით მი­დის პო­ლი­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნი და მი­აქვს ნივ­თი" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი კახა მუმ­ლა­ძე.
ბრალ­დე­ბუ­ლის დე­ი­და ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ შე­უ­რიგ­დე­ბი­ან და ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.
"ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მქონ­და, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო ზე­პი­რი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავ­და საქ­მეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შეც­ვლი­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მო­სა­მარ­თლე პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძემ არ მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ ჩვენს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის მოს­მე­ნა და ძა­ლა­ში და­ტო­ვა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩემი დის­შვი­ლი და­ტო­ვა პა­ტიმ­რო­ბა­ში.
რო­გორც გა­ვარ­კვიე პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძე იმ 50-კა­ცი­ან სი­ა­შია, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭომ წა­რად­გი­ნა პარ­ლა­მენ­ტში. არ ვა­პი­რებ გავ­ჩერ­დე და თაღ­ლი­თი აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე ირა­ნე­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მსხვერ­პლად შევ­წი­რო უსა­მარ­თლო­ბას. გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, იქ­ნე­ბა ეს მო­რი­გი გა­სა­ჩივ­რე­ბა, შემ­ხვედ­რი სარ­ჩე­ლი, აქ­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თუ სტრას­ბურ­გი! კარ­გი და კე­თი­ლი საქ­მე მად­ლო­ბის ნაც­ვლად პა­ტიმ­რო­ბით არ უნდა ის­ჯე­ბო­დეს!“ - ამ­ბობს ნუკა არ­ვე­ლა­ძე.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment