Friday, July 12, 2019

"30 წელი ჩვენი ზღაპრული სამყაროს გმირი იყო... ბრძოლა მე წავაგე" - რას წერს გიორგი გოგიჩაიშვილის ცოლი

ცოტა ხნის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის ცოლი, ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ქმრის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს წერს:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"....მა­ინც მა­ტი­რა... ყვე­ლა გვა­ტი­რა... 18 წლი­დან ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით, მან მას­წავ­ლა სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მტე­რი არ გყო­ლო­და, რო­გორ უნდა გყვა­რე­ბო­და, რომ უსუ­ლო საგ­ნებ­საც ტკი­ო­დათ და უხა­რო­დათ, ჭი­ან­ჭვე­ლა რომ არ უნდა მო­მეკ­ლა, იმი­ტომ რომ ის შვი­ლი­სის­თვის შაქ­რის მი­ტა­ნას ცდი­ლობ­და... რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემს ლექ­სი­კა­ში ყო­ფი­ლი­კო სი­ტყვა "მე­ზი­ზღე­ბა".

🙏 საქართველოს საპატრიარქო

30 წელი ჩვე­ნი ზღაპ­რუ­ლი, ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­როს გმი­რი იყო, რო­მე­ლიც და­უნ­დო­ბე­ლი სამ­ყა­როს­გან გი­ცავ­და, ისე რომ ბო­როტ­საც მა­ინც კე­თი­ლად და­გა­ნა­ხებ­და. ჩემი სი­კე­თის სხი­ვი, დიდი პა­ტა­რა ბავ­შვი, არას­დროს გა­ი­ზარ­და და უცებ, არას­დროს რომ არ გავ­ბუ­ტულ­ვართ, შუა თა­მაშ­ში მი­მა­ტო­ვა... რა­ტომ???? რა სა­ში­ნე­ლი სი­ცი­ვეა იცი გიო, მიყ­ვარ­ხარ...
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ჩემი სი­კე­თის სხი­ვი, რო­მელ­მაც ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნი გა­ათ­ბო! მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ვინც ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მზით სავ­სე, დიდი პა­ტა­რა ბავ­შვის სი­ცო­ცხლის წა­მის მე­ა­სე­დიც კი მა­ჩუ­ქეთ ამ ბრძო­ლა­ში... მხეცს შე­უყ­ვარ­და, ბრძო­ლა მე წა­ვა­გე... მაგ­რამ ღირ­სე­უ­ლად ვა­ტა­რებ ამ ტვირთს და შენი წე­სე­ბით ვი­ცხოვ­რებ, არ ინერ­ვი­უ­ლო რაა... მიყ­ვარ­ხარ".
გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი 4 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა უწევ­და. მას მო­უ­ლოდ­ნე­ლად სიმ­სივ­ნე აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რის გა­მოც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის რამ­დე­ნი­მე კურ­სი ჩა­ი­ტა­რა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment