Thursday, July 11, 2019

ევროპელმა ლიდერებმა ოკუპირებულ რეგიონებზე პუტინის განცხადება შეაფასეს

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მაღალი რანგის ევროპელმა სტუმრებმა მედიასთან ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასეს. 
დღის წესრიგით ევროპული საბჭოს პრეზიდენტისათვის კითხვების დასმა გათვალისწინებული არ იყო, თუმცა დონალდ ტუსკმა შეხვედრებს შორის, მედიას  მოკლე რეპლიკით უპასუხა.
"ნათელია, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის იმედი ამ რთულ სიტუაციშიაც. საქართველოსა და ევროკავშირს სოლიდარობა მუდმივად იქნება თანმიმდევრული. ჩემი შეხედულებებისა და ემოციების გამო, ალბათ, უკეთესი იქნება თუ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა დონალდ ტუსკმა. კრემლის ლიდერის მიერ შეთავაზებულ, შეცვლილ ისტორიაზე აზრი ჰკითხეს სხვა ევროპელ პოლიტიკოსებსაც. 
ყველა მათგანი რუსეთს აგრესორს უწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს.  
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტის კლაუდია როთის განცხადებით, თუ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, მან უნდა გაიხსენოს, რომ 1991 წელს დადგენილი საზღვრები სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც შემდეგ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოხდა. 
9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი ქართული ჯარი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment