Wednesday, July 10, 2019

თითქმის მთელი ერევანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

სომხეთის ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია მოხდა. ძაბვის ვარდნის გამო ერევნის თბოელექტროსადგური და რაზდანის თბოლექტროსადგურის მეხუთე ბლოკი გამოირთო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ავარიის გამო თითქმის მთელი ერევანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ფიჭური კავშირგაბმულობა და ინტერნეტიც ხარვეზით მუშაობს. შეჩერდა მეტროპოლიტენის მუშაობა, მოხდა გვირაბებში გაჭედილი მგზავრების ევაკუაცია. 
ქვეყნის მასშტაბით ზოგიერ რეგიონში ელექტროენერგიის უქონლობამ გაზისა და წყლის მიწოდების პრობლემები გააჩინა. 
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოები 10 ივლისის საღამომდე დასრულდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment