Saturday, July 6, 2019

მსოფლიოში უმდიდრესი კაცი მარტოხელაა

განქორწინება, რომელიც $38 მილიარდი ღირს ოფიციალურად გაფორმდა. Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი, ცოლს მაკკენზი ბეზოსს 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ოფიციალურად გაშორდა. 
ოფიციალური დოკუმენტი ვაშინგტონის შტატის კინგის ოლქის სასამართლოში გაფორმდა. პროცესის დასრულების შემდეგ კი ქონების გადაცემის პროცედურა უნდა დაიწყოს. რომლის ფარგლებში ჯეფ ბეზოსი ყოფილ მეუღლეს ინტერნეტ მაღაზია „ამაზონის“ აქციების 4 %-ს, ანუ 19 ილიონ 700 ათას აქციას გადაცემს. პაკეტის ღრებულება კი 38,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
თავის მხრივ მაკკენზიმ ჯეფ ბეზოსს გაზეთ ვაშინგტონ პოსტისა (Washington Post) და კომპანია ბლუ ორიჯინის (Blue Origin) აქციები გადასცა. ამასთან მაკენზი ბეზოსი აცხადებს რომ მზადაა ქონების ნახევარი ქველმოქმედებას შესწიროს.
განქორწინების შესახებ პირველი განცხადება წყვილმა მიმდინარე წლის იანვარში გააკეთა. მათ ოთხი შვილი ჰყავს. 
მაკენზი ბეზოსი ქმართან განქორწინების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა.  $36.6-მილიარდიანი ქონებით ის Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 22-ე ადგილზეა. 
Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერები Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი და Amazon-ისმფლობელი ჯეფ ბეზოსი არიან. მესამეა კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) მფლობელი ბერნარ არნო, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment