Monday, July 8, 2019

ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მიემართება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. მათ შეუერთდა "ქართული მარშიც". აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: "მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი". ისინი სკანდირებენ "საქართველოს გაუმარჯოს". 
გაიმართება თუ არა "ღირსების მარში" და როგორია ორგანიზატორების სამოქმედო გეგმა, ამის შესახებ განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
7 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოს ეკლესია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს უნდა დაეკისროთ.
მანამდე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს შეახსენა, რომ კომბლები სხვენში აქვთ შენახული. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა"ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემაც, რომელიც ამბობს, რომ "სიცოცხლის გაწირვაც რომ დასჭირდეს გეი აღლუმს არ დაუშვებს". 
ვინ არიან ჰომოსექსუალები და რა საჭიროა გეი აღლუმების ჩატარება? იხილეთ ბმულზე
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment