Tuesday, July 9, 2019

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში იასპარეზებენ.
ტოკიოს ზაფხულის თამაშების საგზურისთვის 13-14 ივლისს კოლომიეში 12 გუნდი იბრძოლებს.
საქართველოს ჯგუფში ინგლისის, გერმანიისა და ლიტვის ნაკრებები ითმაშებენ. 13 ივლისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ხოლო 14 ივლისს ფლეი ოფები გაიმართება.
პირველი დღის შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდი ოლიმპიადის საგზურისთვის გააგრძელებს ბრძოლას. იაპონიაში პირველი გუნდი პირდაპირ მოხვდება, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნების საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟის საგზურს მიიღებენ, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment