Thursday, July 11, 2019

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.84 ლარი გახდა

აშშ დოლართან მიმართებით, ლარი მცირედით გამყარდა. საქართვლოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ლარის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

11 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8476 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8542 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.66 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2098 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2027 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.71 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5022 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდაფუნტი და 3.5760 ლარი ეღირება.
9 ივლისს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობისას ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 დღეში 7 თეთრით გაუფასურდა. 10 ივლისს სებ-მა შემდეგი კურსი დაადგინა: 1 აშშ დოლარი 2.9096 ლარი. 
10 ივლისს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება რუსეთის ფაქტორს და ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას დაუკავშირა. 
ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.
როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment