Friday, July 12, 2019

ფოთში საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

ფოთში საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ავტოსადგურის რეაბილიტაციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ოდენობით ჯარიმების დაკისრებით ემუქრებათ.
მათ მტკიცებით, ფართი იჯარით აქვთ აღებული, თანხას ტერიტორიის მეპატრონეს უხდიან  და ხელისუფლებას ეს მოთხოვნა არა მათთან, არამედ ავტოსადგურის მეპატრონესთან უნდა ჰქონდეს. 
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მეპატრონესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების თანახმად, ავტოსადგურის მოწესრიგება სწორედ დამქირავებელს ეკისრება. 
სამარშუტო ტაქსების მძღოლები მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვეში, პრემანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment