Saturday, July 20, 2019

მეცნიერები: არქტიკაზე ყინულის დნობის ტემპი დაჩქარდა

„არქტიკაზე ყინული ივლისში ჩვეულებრივზე სწრაფად დნება“ - წერს გამოცემა Bloomberg-ი. ყინული, რომელიც ჩრდილოეთის ოკეანეს ფარავს 2019 წლის ივლისის მონაცემებით ამ დროის შესაბამისად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 
გამოცემის ცნობით, ყინულის დაკარგვის მაჩვენებელი განსაზღვრავს მსოფლიოში კლიმატის მდგომარეობას. კოლორადოს ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოში თოვლის და ყინულის მოცულობას სწავლობს, არქტიკაზე ყინულის დნობის მაჩვენებელი 2012 წლის რეკორდს უახლოვდება. 
გრენლანდიამ 2 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. CNN-ის ცნობით, ყინულის ეს მოცულობა მხოლოდ ერთ დღეში - 13 ივნისს გადნა.
მეცნიერების შეფასებით, ანალოგიური შემთხვევა გრენლანდიაზე 2012 წელის ივნისში მოხდა. ამ წელს კუნძულზე ყინულის დნობის რეკორდი დამყარდა. კუნძულის არსებობის ისტორიაში ყინულის საფარი სრულად დადნა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment