Tuesday, July 2, 2019

თბილისში ორი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს

თბილისში ორი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განუცხადა, ერთ შემთხვევაში აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე შესვლას სხვა პირი ცდილობდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში მობილური ტელეფონი მალულად შეჰქონდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მობილურის მალვით შეტანის გამო, თბილისში აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან. კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ დამხმარე მასალის, მობილურის თუ სხვა ნივთების შეტანას აზრი არ აქვს, მით უმეტეს ქართულის გამოცდაზე არ ჰქონდა. გამოცდა ისეა აწყობილი, რომ აქ დამხმარე მასალა ადამიანს არ შველის.
გარდა ამისა, ასევე თბილისში იყო, სამწუხაროდ, ერთი შემთხვევა, როდესაც სხვა პირი ცდილობდა აბიტურიენტის ნაცვლად შესულიყო და დაეწერა გამოცდა. ასეთ შემთხვევებს ჩვენ ძალიან მარტივად ვავლენთ და ამ ადამიანის ქმედებაზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო აბიტურიენტი, ვის ნაცვლადაც ის ცდილობდა ტესტის დაწერას, მოხსნილია გამოცდიდან. ეს ქმედება დასჯადია. ვაფრთხილებთ აბიტურიენტებს, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს და სხვებსაც ნუ ჩააგდებენ ასეთ ცუდ მდგომარეობაში“, - განაცხადა გორგოძემ.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment