Tuesday, July 9, 2019

„დიდი ლებოვსკის“ სპინოფი ეკრანებზე 2020 წელს გამოვა

ფილმი „ხესუსის ტყორცნები“ (The Jesus Rolls), რომელიც „დიდი ლებოვსკის“ პერსონაჟზე ხესუს კინტანაზე მოგვითხრობს, ეკრანებზე 2020 წლის დასაწყისში გამოვა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
„ხესუსის ტყორცნების“ გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. ფილმი ხესუსის როლის შემსრულებელმა ჯონ ტურტურომ საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმში ასევე ბობი კანავალე, ოდრი ტოტუ, ჯონ ჰემი, სიუზენ სარანდონი და პიტ დევიდსონი მონაწილეობენ.
ტურტუროს განცხადებით, ფილმი მოგვითხრობს „კაცების სიბრიყვეზე, რომლებიც ცდილობენ, წარმატებას ვერ აღწევენ და კვლავ ცდილობენ ქალების საიდუმლო ამოხსნან“.
ჯოელ და იტალ კოენების ფილმი „დიდი ლებოვსკი“ ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა. ფილმს თავდაპირველად კომერციული წარმატება არ ჰქონია, თუმცა დროთა განმავლობაში საკულტო სტატუსი შეიძინა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment