Sunday, July 7, 2019

მამამისი ФСБ-ს პროფესიონალებმა მოკლეს... რამზანმაც იცის, რომ ეს კრემლში დაიგეგმა" - რას ჰყვება ჩეჩენი ბლოგერი ახმად კადიროვის მკვლელობაზე

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რამ­ზან კა­დი­რო­ვის მიერ ცე­ცხლი­სა და სის­ხლის ფა­სად მო­პო­ვე­ბულ სტა­ბი­ლუ­რო­ბას ჩე­ჩე­ნი აქ­ტი­ვის­ტი ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი არ­ღვევს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, ვინც ჩეჩ­ნეთ­ში არ­სე­ბულ კა­დი­რო­ვის დიქ­ტა­ტუ­რას აკ­რი­ტი­კებს. "კა­დი­როვ­ცე­ბის­თვის" გაქ­ცე­უ­ლი ტუმ­სოს კონ­კრე­ტუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან თავ­შე­სა­ფა­რი პო­ლო­ნეთს სთხო­ვა, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რივ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ თავი შე­ი­კა­ვა. დევ­ნი­ლო­ბა­ში მყო­ფი ჩე­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მწვა­ვე ხა­სი­ა­თის მი­მარ­თვე­ბის გავ­რცე­ლე­ბას გა­ნაგ­რძობს.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

"ტუმ­სო, შენ ტა­ლან­ტი გაქვს... ძა­ლი­ან კარ­გი ამი­რა იქ­ნე­ბო­დი..."; "შენ დიდ საქ­მეს აკე­თებ. ალაჰ­მა ჯან­მრთე­ლო­ბა მოგ­ცეს..." – ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბით ამ­ხნე­ვე­ბენ მას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მის ყვე­ლა მი­მარ­თვას სამ მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა აქვს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ტუმ­სოს პო­პუ­ლა­რო­ბა უკი­დუ­რე­სად აღი­ზი­ა­ნებს პო­პუ­ლისტ რამ­ზან კა­დი­როვს, რო­მელ­მაც მისი გა­ჩუ­მე­ბა და მით უფრო "გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა" ჯე­რაც ვერ შეძ­ლო. აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი თავს იჩ­ქე­რი­ის (ჩეჩ­ნე­თის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კა) მო­ქა­ლა­ქეს უწო­დებს და იმ წლე­ბის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე სა­უბ­რობს, რო­დე­საც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის მამა, ახ­მად კა­დი­რო­ვი და­მო­უ­კი­დე­ბელ ჩეჩ­ნეთ­სა და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ჯი­ჰად­ზე სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა შემ­დეგ მათ მხა­რეს გა­და­ვი­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჟურ­ნა­ლისტ მაქ­სიმ შევ­ჩენ­კოს­თან სა­უ­ბარ­ში ტუმ­სომ ახ­მად კა­დი­როვს მო­ღა­ლა­ტე უწო­და, რის შემ­დე­გაც კა­დი­რო­ვის გა­რე­მოც­ვა სა­ბო­ლო­ოს გა­და­იმ­ტე­რა.რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნოვ­მა ჩეჩ­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ რეპ­რე­სი­ებ­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, მას ინ­კოგ­ნი­ტოდ მი­მარ­თა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, თა­ვი­ან­თი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბი­ან და ში­შო­ბენ, რომ ერთ დღეს მა­თაც მი­ად­გე­ბი­ან."მეს­მის, რომ მე კა­დი­რო­ვის მტე­რი ვარ, ისე­ვე რო­გორც ის არის ჩემი მტე­რი. სა­ერ­თოდ, კა­დი­რო­ვი ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მტე­რია... ისიც მეს­მის, რომ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მომ­კლა­ვენ" – ამ­ბობს ის.
ჩე­ჩე­ნი აქ­ტი­ვის­ტი რეს­პუბ­ლი­კა­ში გე­ე­ბის თე­მა­საც ეხე­ბა, რო­მელ­თაც კა­დი­როვ­მა და­უნ­დო­ბე­ლი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და. მისი გან­ცხა­დე­ბით, წნე­ხი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა.
"2016 წელს აქ­ტი­ვის­ტმა აი­შატ ინა­ევ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­აკ­რი­ტი­კა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც კა­დი­როვ­მა მისი ქმა­რი და­ი­ბა­რა, ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნა, რომ­ლის ვი­დე­ოც ჩა­წე­რეს და გა­მო­აქ­ვეყ­ნეს... თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა გა­სულ წელს უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. იან­ვარ­ში კი, მისი ცხე­და­რი მშობ­ლებს მი­უ­ტა­ნეს და უთხრეს და­ე­მარ­ხათ..." - ამ­ბობს ის ინ­ტერ­ვი­უ­ში.
მი­სი­ვე თქმით, "კა­დი­რო­ვის იერ­არ­ქი­ას" ყვე­ლა­ფე­რი გას­დის. "მათ შე­უძ­ლი­ათ ნემ­ცოვს პირ­და­პირ კრემ­ლის კე­დელ­თან ეს­რო­ლონ. ასე­ვე გა­უ­ვი­დათ პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას მკვე­ლო­ბა და ეს­ტე­მი­რო­ვის მო­ცი­ლე­ბაც... თუმ­ცა, ამა­ში და­უ­დო­ვი მარ­ტო არ არის...".
რო­გორც ტუმ­სო ამ­ბობს, ამ კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ადა­მი­ა­ნებს ეში­ნი­ათ, რომ ერთხე­ლაც მათი უფ­რო­სის, პუ­ტი­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან.
"რო­დე­საც კა­დი­რო­ვი პუ­ტი­ნის კა­ბი­ნეტ­შია "სა­ში­ში მტა­ცე­ბე­ლი­დან" უწყი­ნარ ლეკ­ვად გა­და­იქ­ცე­ვა" - ამ­ბობს ტუმ­სო, რომ­ლის თქმი­თაც, თა­ვად "კა­დი­რო­ვის იერ­არ­ქი­ა­ში" ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა.
აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი კა­დი­რო­ვის მა­მის ახ­მად კა­დი­რო­ვის მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ამა­ში რუ­სე­თის ხელი ურე­ვია. მისი გან­ცხა­დე­ბით, კა­დი­რო­ვი უფ­რო­სის ნაღ­მზე აფეთ­ქე­ბა კრემ­ლის გარ­და არა­ვის შე­ეძ­ლო.
"ეს მოს­კოვ­ში და­ი­გეგ­მა და შე­ას­რუ­ლეს კი­დეც. ბა­სა­ევს (ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი შა­მილ ბა­სა­ე­ვი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ორ­მაგ­მა აგენ­ტმა რუს­ლან პა­პას­კირ­მა მოკ­ლა) ამის გა­სა­კე­ებ­ლად არა­ვი­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და... მე გროზ­ნო­ე­ლი ვარ, პირ­და­პირ იმ სტა­დი­ო­ნის წინ ვცხოვ­რობ, სა­დაც ეს აფეთ­ქე­ბა მოხ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თვალ­წი­ონ მოხ­და... იქამ­დე, ჩვენ მო­ზარ­დე­ბი იქ ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დით, თუმ­ცა იმ დღეს რუს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს და იქა­უ­რო­ბას ალყა შე­მო­არ­ტყეს. მე­ო­რე დღე­საც მი­ვე­დით სა­თა­მა­შოდ, თუმ­ცა ისევ რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი დაგ­ხვდვ­ნენ და არ შეგ­ვიშ­ვეს. იქა­უ­რო­ბა მათი კონ­ტრო­ლის ქვეშ იყო და იქ არა­ვის უშ­ვებ­დნენ. ისი­ნი, ვინც იქ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­და, მხო­ლოდ მათი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ შე­დი­ოდ­ნენ... ასე რომ, ბა­სა­ევ­მა მხო­ლოდ იმი­ტომ თქვა, რომ მან მოკ­ლა კა­დი­რო­ვი, რომ და­ფი­ნან­სე­ბა მი­ე­ღო. ეს უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი სვლა იყო... აჰ­მად კა­დი­რო­ვი კი ФСБ -ს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა მოკ­ლეს. ეს რამ­ზან კა­დი­როვ­მაც იცის..." - ამ­ბობს ის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტუმ­სომ ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის (ჩეჩ­ნე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი) შვილ­თან სა­უ­ბა­რიც გა­იხ­სე­ნა. მი­სი­ვე თქმით, "ის გე­ნი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ახლა კა­დი­რო­ვის პრო­პა­გან­და სიც­რუ­ეს უგო­რებს მისი და მას­ხა­დო­ვის ოჯა­ხებს, რომ თით­ქოს მათ ხალ­ხის ფუ­ლე­ბის შე­ჭა­მეს, დუ­ბა­ი­ში ვი­ლე­ბი აქვთ და სხვა... ამ დროს კი, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე კა­დი­როვს აქვს სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი, ტაქ­სო­პარ­კე­ბი, ან თუნ­დაც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პი­რა­დი თვითმფრი­ნა­ვი ჰყავს" – აცხა­დებს ტუმ­სო.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment