Tuesday, July 16, 2019

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეულების გვარები, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებოდნენ და მათი საფლავები მოლდოვაშია

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოლ­დო­ვა­დან, გრი­გო­რო­პოლ­სკის რა­ი­ო­ნი­დან, ად­გი­ლობ­რივ­მა მო­ხა­ლი­სე­ებ­მა AMBEBI.GE-ს იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი მი­ა­წო­დეს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის იმ ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში, სა­დაც ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ერ­თო საფ­ლა­ვე­ბი გა­ა­კე­თეს და და­ღუ­პულ­თა გვა­რე­ბი და­ფებ­ზე და­ი­ტა­ნეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ომში თუ ტყვე­თა ბა­ნა­კებ­ში და­ღუ­პულ­თა სი­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში “და­ხუ­რულ არ­ქი­ვებ­ში” ინა­ხე­ბო­და. ასო­ბით ათა­სი ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, რო­მე­ლი­ღაც საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე იყო და­მარ­ხუ­ლი და მისი გვარ-სა­ხე­ლი მე­მო­რი­ა­ლურ და­ფა­ზეც ეწე­რა...

🙏 საქართველოს საპატრიარქო

მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცის ოჯახს მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­დათ. არა­და, ომის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე თუ არა, მომ­დევ­ნო წლებ­ში მა­ინც იარ­სე­ბებ­და და­ღუ­პუ­ლე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბაზა - ვინ სად, რო­მე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­საფ­ლა­ო­ზე იყო და­მარ­ხუ­ლი... მით უფრო, რომ ათა­სო­ბით მშო­ბე­ლი, ძმა, შვი­ლი, მე­უღ­ლე, სიკ­ვდი­ლამ­დე ელო­და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რს და ფურ­ცელ­ზე და­წე­რილ სი­ტყვებს - “და­ი­კარ­გა უგზო-უკვლოდ”, არ ენ­დო­ბო­და...
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ალ­ბათ, ასე ელოდ­ნენ იმ ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­საც, რომ­ლე­ბიც მოლ­და­ვე­თის ბრძო­ლებ­ში და­ი­ღუპ­ნენ. გრი­გო­რო­პოლ­სკის რა­ი­ო­ნის დო­როც­კის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის სია ასე­თია: 
ჰა­სან ალის ძე ასა­თი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს, ბა­თუ­მის, სო­ფელ ორ­და­ში. ნაღმტყორ­ცნელ­თა ასე­უ­ლის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 13 მა­ისს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მოლ­და­ვეთ­ში, გრი­გო­რო­პოლ­სკის რა­ი­ონ­ში. ძმა დურ­სუნ ასა­თი­ა­ნი.
თევ­დო­რე (ან თე­დო­რე) და­ვი­თის ძე ტუ­ა­ე­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში, კობი, სო­ფელ უხათ­ში. მე­ტყვი­ამრფქვე­ვე­თა ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი, უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. დედა – სუ­ლი­ნე, მამა – და­ვი­თი. და­ი­ღუ­პა მოლ­და­ვეთ­ში 4 ივ­ლისს (სა­ვა­რა­უ­დოდ, 1944 წელს).
აგას მე­ლი­ქის ძე შა­მი­რო­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს თბი­ლის­ში, 26 კო­მუ­ნა­რის ქუ­ჩა­ზე. მე­უღ­ლე - მა­რია ალე­ქე­სის ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 24 აპ­რილს, მოლ­და­ვეთ­ში.
პავ­ლე ივა­ნეს ძე ხურ­ცი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რო­მა­ბეთ­ში (?). და­ი­ღუ­პა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ტერ­ნოვ­კა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს. 1957 წლის 17 მა­ისს, სხვა და­ღუ­პუ­ლებ­თან ერ­თად, სო­ფელ სო­კო­ლოვ­კის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ას­ვე­ნეს, რა დრო­საც სამ­ხედ­რო სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნიშ­ნით, ე.წ. ЛОЗ-ით ამო­იც­ნეს და სი­ა­შიც შე­იყ­ვა­ნეს. მის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი არ­სე­ბობს მოლ­დო­ვა­შიც.
სერ­გო სე­ვას­ტის ძე შა­რე­ი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დაბ­ლა­ცი­ხე­ში... ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. 1955 წელს, მოლ­და­ვე­თის სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ა­რი­ატს მის­მა დამ, ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბუ­კის­ცი­ხე­ში მცხოვ­რებ­მა ქსე­ნია შა­რე­ი­ძემ თხოვ­ნა-გან­ცხა­დე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ის ძმის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და...
რა პა­სუ­ხი მი­ი­ღო და­კარ­გუ­ლი ძმის მა­ძი­ე­ბელ­მა ქალ­მა, ამის შე­სა­ხებ მოლ­დო­ვის სამ­ხედ­რო არ­ქი­ვებ­ში ინ­ფორ­მა­ცია შე­მო­ნა­ხუ­ლი არ არის... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეფ­რე­ი­ტო­რი (სამ­ხედ­რო წო­დე­ბა რი­გით ჯა­რის­კაც­სა და სერ­ჟანტს შო­რის) სერ­გო შა­რე­ი­ძე 1944 წლის 7 მა­ისს, ოდე­სის ოლ­ქში და­ი­ღუ­პა. 50-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს, ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა წერ­და, რომ ქარ­თვე­ლი ქალი მოლ­და­ვეთ­ში ძმის კვალს ეძებ­და, რად­გან მშობ­ლებს და­პირ­და, რომ მას იპო­ვი­და...
ambebi.ge

No comments:

Post a Comment