Sunday, July 7, 2019

ბერლინში ირანის რეპრესიული პოლიტიკა გააპროტესტეს

ბერლინში ათასობით ადამიანი სამთავრობო კვარტლის ცენტრალურ ტერიტორიაზე შეიკრიბა და ირანის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ გადადგმული ქმედებები გააპროტესტა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებს ეჭირათ ირანის დროშები და საჰაერო ბუშტები და გააპროტესტეს ირანში სიკვდილით დასჯა და ციხეებში წამება.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "ძირს რეჟიმი" და დასავლეთს მოუწოდებდნენ არ აწარმოოს მოლაპარაკებები თეირანთან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment