Friday, July 12, 2019

Boeing 737-ის პროგრამების ხელმძღვანელი პოსტს ტოვებს

ადამიანი, რომელიც Boeing 737-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი, პოსტს ტოვებს. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
ერიკ ლინდბლედი ამ პოსტზე გასულ წელს დაინიშნა. თუმცა, კომპანია ახლა კრიზისშია. Boeing 737 Max-ის ტექნიკური პრობლემების გამო ამ ტიპის ხომალდს მსოფლიოს მასშტაბით აღარავინ მოიხმარს.
Boeing-ის ხელმძღვანელი დენის მელენბერგი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ძირითადი დამკვეთები კომპანიის წარმატებაში და მოდელ 737 MAX-ის გამართულ მუშაობაში დაარწმუნოს.  
კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა, ეთიოპიაში Boeing 737 Max-ის ავიაკატასტროფის შემდეგ წარმოების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment