Sunday, July 7, 2019

სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები საქართველოში

2018 წლის განმავლობაში საქართველოში 46, 524 ადამიანი, 23, 836 კაცი და 22, 688 ქალი გარდაიცვალა. გასულ წელს გარდაცვლილთა 74% 65 წელზე ხანდაზმული იყო. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობას მხოლოდ 4, 614-ით ჩამოუვარდება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გაულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია, მეორე ადგილზე კი სხვა და სხვა ტიპის სიმსივნეებია.

სიკვდილიანობის მიზეზები საქართველოში, 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით:
სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები 21, 549 ადამიანი;
სიმსივნეები 7, 329 ადამიანი;
კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში 6, 927 ადამიანი;
სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები 3, 676 ადამიანი;
ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი 2, 015 ადამიანი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები 1, 587 ადამიანი;
ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები 675 ადამიანი;
შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები 642 ადამიანი;
ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა 588 ადამიანი;
ნერვიული სისტემის ავადმყოფობები 521 ადამიანი;
სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევა 491 ადამიანი;
პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა 297 ადამიანი;
თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების მანკები), დეფორმაციები და ქრომოსომური დარღვევები 105 ადამიანი;
ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები 52 ადამიანი;
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები 30 ადამიანი;
ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა 20 ადამიანი;
კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები 20 ადამიანი.
intermedia.ge

No comments:

Post a Comment