Thursday, July 4, 2019

ვის დარჩება "რუსთავი 2"? - მხარეები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან

ბრძო­ლა "რუს­თა­ვი 2"-სთვის გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­ვი­და - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ორ­წლი­ან გან­ხილ­ვას ას­რუ­ლებს და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 18 ივ­ლისს გა­მო­ა­ცხა­დებს. ორი­ვე მხა­რეს საქ­მე­ზე სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი აქვს. თუმ­ცა, ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა საქ­მე, ორ კვი­რა­ში სტრას­ბურ­გში გა­ირ­კვე­ვა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ პრე­ტენ­ზი­ას რამ­დე­ნი­მე მფლო­ბე­ლი გა­მოთ­ქვამ­და. მათ შო­რის იყო ქი­ბარ ხალ­ვა­შიც, რო­მელ­მაც “რუს­თა­ვი 2-ის“ 100%-იანი წილი 2007 წელს გა­ას­ხვი­სა.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის - ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და თქვა, რომ წი­ლე­ბი იძუ­ლე­ბით და­ათ­მო­ბი­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა სა­მი­ვე ინ­სტან­ცია მო­ი­გო.2016 წლის 2 მარტს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ხალ­ვა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლად გა­მო­ა­ცხა­და. თუმ­ცა, "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­რის­ტებ­მა გა­ნა­ჩე­ნი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს. ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ კი საქ­მის გან­ხილ­ვამ­დე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნამ­დე, 2016 წლის 3 მარტს მხა­რე­ებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
"აეკ­რძა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ხუ­როს ან გა­ა­ად­ვი­ლოს „რუს­თა­ვი 2“-ის და­ხურ­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აეკ­რძა­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ან ბორ­დის შეც­ვლა ამ კომ­პა­ნი­ა­ში" - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. მა­შინ იუს­ტი­ცი­ის მი­ნიტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გან­მარ­ტა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­რი­გე მო­სა­მარ­თლემ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღო. "ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, ვინ იყო ეს მო­სა­მარ­თლე" - დას­ძი­ნა მან.
ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო საქ­მეს - „რუს­თა­ვი 2“ VS სა­ქარ­თვე­ლო, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავ­და. ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა სა­ლია ამ­ბობს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ერთხე­ლაც არ მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ და არ­გუ­მენ­ტე­ბი წა­რედ­გი­ნათ სა­სა­მარ­თლო­ში.
მისი მტკი­ცე­ბით, არა­ერ­თი წე­რი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ევ­რო­პულ­მა მხა­რემ მათი თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ფიქ­რობს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი."პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვფიქ­რობ­დით, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ვფიქ­რობთ, რომ ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლოს არ უნდა ჰქონ­დეს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის დავა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ამას ვამ­ბობ­დით ჯერ კი­დევ მა­შინ როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­დი­ო­და გან­ხილ­ვე­ბი და ბევ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია ხდე­ბო­და არას­წო­რად, ცდი­ლობ­დნენ დარ­ღვე­ვად წარ­მო­ე­ჩი­ნათ ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი, რაც დარ­ღვე­ვა არ იყო.
სა­სა­მარ­თლოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია რამე იმგვარ დარ­ღვე­ვას, რაც შე­ლა­ხავ­და მხა­რის უფ­ლე­ბას და მას არ ექ­ნე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. მე­ო­რე ნა­წი­ლი ეხე­ბა, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას და კე­თილ­სინ­დი­ერ შემ­ძენ­ლო­ბას. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვთვლით, რომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დიდ­მა პა­ლა­ტამ და შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც გა­მო­ი­ტა­ნა.
ასე რომ, არამ­გო­ნია ამ კუ­თხით რა­ღაც ხარ­ვე­ზი და­ად­გი­ნოს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ. პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი გვაქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი ყვე­ლა წე­რი­ლი მხა­რედ ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ არც წდო­მა გვქო­ნია საქ­მის მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და არც სხვა ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს. მე­დი­ით გა­ვი­გეთ, რომ 18 ივ­ლისს გა­მო­ცხად­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს პა­ა­ტა სა­ლი­ამ.
თა­ვის მხრივ, „რუს­თა­ვი 2“-ის ად­ვო­კა­ტი თამ­თა მუ­რა­დაშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ამ­ჯე­რა­დაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­შის სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის.
"ის პრო­ცე­სე­ბი, რაც ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ებ­ში იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნოს - ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­პატ­რო­ნებს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცათ. იმე­დი გვაქვს, იმი­ტომ, რომ მთე­ლი პრო­ცე­სი იყო პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი“, - გვი­თხრა მუ­რა­დაშ­ვილ­მა.
იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს, რომ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში და­იღ­ვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბე­ბი მხა­რე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ხე­ლახ­ლა და­ი­წყონ დავა.
ექ­სპერ­ტებს ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი აქვთ. პო­ლი­ტო­ლოგ გია აბა­ში­ძის აზ­რით, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ქი­ბარ ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ამას რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტით ამ­ყა­რებს:
"ნამ­დვი­ლად არ ვიცი რა ხდე­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს კუ­ლუ­ა­რებ­ში, თუმ­ცა ჩემი ვა­რა­უ­დით ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო ქი­ბარ ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე იუ­რის­ტთან და ყვე­ლას ერთი აზრი აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებ ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბას, რო­დე­საც მან აღ­ნიშ­ნა რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სტრას­ბურ­გში ლადო ჭან­ტუ­რი­ას­თან ერ­თად „საქ­მე­ებს ალა­გებ­სო“, რაც არის უდი­დე­სი ტყუ­ი­ლი.
ვხე­დავთ ასე­ვე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის მუხ­ტი დაკ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ ესე­ნი შეც­დე­ბი­ან ამის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რომ მერე და­ი­წყონ აქ­ცია „და­ი­ცა­ვი რუს­თა­ვი 2“. თუ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ წი­ლე­ბი და­უ­ტო­ვა ქი­ბარ ხალ­ვაშს, ნიკა გვა­რა­მია და­ი­წყებს თავ­დას­ხმას სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ზე. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ უკვე ვი­ხი­ლეთ მისი სა­ჯა­რო კრი­ტი­კა გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის მი­სა­მარ­თით", - უთხრა AMBEBI.GE-ს აბა­ში­ძემ.
ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის პროგ­ნო­ზით კი, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ყა­რა­მა­ნაშ­ვი­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან მისი აზ­რით, თა­ვის დრო­ზე სა­სა­მარ­თლო აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცესს ტყუ­ი­ლად არ შე­ა­ჩე­რებ­და.
"თუ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტანს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს რა თქმა უნდა სი­ტუ­ა­ცი­ას გა­არ­თუ­ლებს და ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას საფრ­თხეს შე­უქ­მნის. და­ი­წყე­ბა სა­უ­ბა­რი, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოც მო­ის­ყი­და. და­ი­წყე­ბენ ამა­ზე სა­უ­ბარს, მაგ­რამ ეს რა თქმა უნდა არ იქ­ნე­ბა სი­მარ­თლე.
მაგ­რამ პი­რა­დად ჩემი აზ­რით, სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლოდ. მთა­ვა­რი ისაა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ვერ იქ­ნე­ბა და ყვე­ლა მხა­რეს მო­უ­წევს ამას­თან შე­გუ­ე­ბა“, - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment