Monday, July 8, 2019

როცა წამყვანმა ალექსანდრე ზაზარაშვილი გამოაცხადა, თავს ვეღარ ვიწყნარებდი" - უკრაინული "ვოისის" გამარჯვებული ქართველი ბიჭის პირველი კომენტარი

ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა, ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნა­ში სა­ბავ­შვო "ვო­ი­სი" მო­ი­გო. ქარ­თვე­ლი ბიჭი შოუს მე­ხუ­თე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

12 წლის რუ­ი­სე­ლი ბი­ჭუ­ნა ფი­ნა­ლამ­დე ძა­ლებს არ იშუ­რებ­და და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, თა­ვი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბით თავი შე­აყ­ვა­რა უკ­რა­ი­ნელ მსმე­ნელ­სა და ჟი­უ­რის წევ­რებს.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

სა­ბო­ლო­ოდ შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, თუმ­ცა არ სჯე­რო­და, რომ 12 წლის ბიჭი, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ამ­დენს შეძ­ლებ­და.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა სუ­პერ­ფი­ნა­ლის მე­ო­რე ეტაპ­ზე სე­ლინ დი­ო­ნის ჰიტი All By Myself შე­ას­რუ­ლა, რის შემ­დე­გაც უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დაგვპირ­და, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ველ კო­მენ­ტარს AMBEBI.GE-სთან გა­ა­კე­თებ­და და პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა - პირ­ველ ემო­ცი­ებ­ზე ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის სა­უბ­რობს:
"არ მჯე­რა, რომ გა­ვი­მარ­ჯვე, მაგ­რამ ასეა! ლა­მის ცუ­დად გავ­ხდი, არ მე­გო­ნა, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი თუ ხმას მომ­ცემ­და და რო­დე­საც თქვეს, - „ვო­ი­სის“ მე­ხუ­თე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და­აა... ტექ­სტი გა­აგ­რძე­ლეს, გულ­ში ჩემს სა­ხელს ვი­მე­ო­რებ­დი... შემ­დეგ, როცა წამ­ყვან­მა ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი გა­მო­ა­ცხა­და, თავს ვე­ღარ ვი­წყნა­რებ­დი!
რო­გორ ფიქ­რობ, რით და­იმ­სა­ხუ­რე ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი?
- ალ­ბათ იმით რომ ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ვარ, - ასე მგო­ნია.
მერე ხმა და ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც მო­ე­წო­ნათ და რო­გორც ჩემი მენ­ტო­რი ამ­ბობს ხოლ­მე - საშა არის უმაგ­რე­სი მომ­ღე­რა­ლი და ამას­თან, ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ბიჭი, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო შეძ­რა.
მოკ­ლედ, უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. მად­ლო­ბა ყვე­ლას და­ფა­სე­ბის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის... ჩემი წარ­მა­ტე­ბით გა­ხა­რე­ბულ უკ­რა­ი­ნე­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ, უფრო მე­ტად ვივ­სე­ბი სი­ხა­რუ­ლით," - უთხრა AMBEBI.GE-ს უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ბავ­შვო "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბულ­მა.
რო­გორც ალექ­სან­დრემ ამ­ბობს, პირ­ვე­ლი მი­ლოც­ვა ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მი­ი­ღო და მას მერე მი­ლოც­ვე­ბი არ წყდე­ბა. წარ­მა­ტე­ბულ­მა ბი­ჭუ­ნამ უკვე ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მი­ი­ღო ამა თუ იმ პრო­ექ­ტი­დან, პრო­დი­უ­სე­რე­ბის­გან, თუმ­ცა ჯერ არა­ფე­რი გა­და­უ­წყვი­ტავს. ალექ­სან­დრე უკ­რა­ი­ნა­ში აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment