Tuesday, July 9, 2019

BBC: ვინ იხეირებს რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აკრძალვით

რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აკრძალვით ბელარუსულ და თურქულ კომპანიებს შეუძლიათ დამატებით იხეირონ. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, რუსული კომპანიებისთვის კი ეს აკრძალვა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ზუსტ თანხას ავიამზიდები ამ კვირაში გამოაცხადებენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო 3 მილიარდი რუბლის (47 266 00 დოლარი) ზარალს ელოდებიან
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება.
ვინ გაიყოფს ერთ-ერთ პოპულარულს მიმართულებას?
რუსეთიდან საქართველოში მოხვედრა მხოლოდ გადაჯდომით და უცხოური გადამყვანების საშუალებით იქნება შესაძლებელი. გადაჯდომის პუნქტებია ერევანი, ბაქო, რიგა, ვარშავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი და სხვა.
როგორც BBC წერს, ამ მიმართულებაზე კარგი წილის მიღების შანსი აქვს ბელარუსულ ავიაკომპანია „ბელავიას“.
ამასთან, თურქული ავიაკომპანია "ატლასგლობალი" მომხმარებლებს მოსკოვი-თბილისის ავიარეისს სტამბოლის გავლით სთავაზობს. კიდევ ერთი პრეტენდენტი ბაზარზე Turkish Airlines-ია.
გაზეთ „კომერსანტის“ წყაროების ცნობით, 2 ქვეყანას შორის ფრენების აკრძალვის გამო ნაყიდი ბილეთებით 155 000 მგზავრი ვერ ისარგებლებს. ამ თანხის დასაბრუნებლად ავიაგადამზიდებს 2,3-3 მილიარდი რუბლის გადახდა მოუწევთ.
როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment