Thursday, July 18, 2019

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ცნობილია

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო მი­იჩ­ნევს, რომ „რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო, სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მხრი­დან, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის ნა­წილ­ში დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.
„სა­სა­მარ­თლო ერ­თხმად აცხა­დებს, რომ მე­ო­რე­დან მე­ო­თხემ­დე მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის სარ­ჩე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ის მე-6 § 1 მუხ­ლის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას ეხე­ბა და­საშ­ვე­ბია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი კი არა;
სა­სა­მარ­თლო ერ­თხმად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს წე­სე­ბის 39-ე მუხ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ;
სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა ექ­ვსი ხმით ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ კონ­ვენ­ცი­ის მე­ექ­ვსე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის ტ.ს-ს მიერ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ვებ­ლო­ბის ნა­წილ­ში დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა. სა­სა­მარ­თლომ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­ად­გი­ნა ასე­ვე, რომ არ დარ­ღვე­უ­ლა მე­ექ­ვსე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი, რო­მე­ლიც ეხე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და მი­უ­კერ­ძო­ვებ­ლო­ბას, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და მო­სა­მარ­თლე ნ.გ. გარ­და ამი­სა, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა ექ­ვსი ხმით ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ არ დარ­ღვე­უ­ლა მე­ექ­ვსე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის ნა­წილ­ში უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის კო­ლე­გი­ის მხრი­დან, რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე და მო­სა­მარ­თლე მ.ტ.“, - ნათ­ქვა­მია სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment