Friday, July 12, 2019

Facebook-ი მონაცემთა ბაზების უსაფრთხოებაზე $5 მილიარდს დახარჯავს

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიამ გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმადაც სოციალურ ქსელ Facebook-ის ადმინისტრაცია მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის უსაფრთხოების საკითხების შესწავლაზე $5 მილიარდს დახარჯავს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ინფორმაციას Reuters-ი Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 
აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია სწავლობს Facebook-ის საქმეს ინფორმაციის არასაიმედო გაცვლის შესახებ, რომელიც 87 მილიონ მომხმარებელს ეხება.
საქმეში ფიგურირებს კომპანია Cambridge Analytica-ს რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გამოძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ 2011 წელს მომხმარებელთა მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის არაჯეროვან გაცვლას ჰქონდა ადგილი. 
აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის დადგენილების შემდეგ, Facebook-ის აქციების ფასი 1,8%-ით გაიზარდა. აქამდე ცნობილი იყო, რომ  Facebook-ი მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზის გამო $3-დან $5 მილიარდამდე გადაიხდიდა. 
Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment