Thursday, July 4, 2019

20 ივნისის საქმის გადაკვალიფიცირება ოპოზიციისთვის მიუღებელია

20 ივნისის საქმის გადაკვალიფიცირება ოპოზიციისთვის მიუღებელია. ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი საკუთარი უკანონო ქმედებების გადაფარვას ცდილობს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებით, ახლა მესამე სერიაა: "ხელისუფლება ვერ ხვდება, ხალხი პროტესტის გამოსახატად რატომ იყო ქუჩაში. ვერ აცნობიერებს ვერც შექმნილ ვითარებას, რომ თვალების დათხრაზე პასუხი მუხლების გადაკვალიფიცირება არ არის", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
"უკვე სიგიჟეში გადავიდნენ. აქ ამბოხების ნიშნები ვინ დაინახა? როგორ უნდა ეცადო ამბოხება დაინახო, თუ ძალიან შეშინებული არ ხარ. ეს ოპერა უკვე გავლილი გვაქვს", - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე პროკურატურის მიერ 20-21 ივნისის აქციაზე დაწყებული გამოძიებისთვის კვალიფიკაციის შეცვლას.
სერგი კაპანაძის თქმით, ეს ყველაფერი "არ გამოუვათ, ეს არის ძალიან მოკლევადიანი სტრატეგია, რომელიც აუცილებლად წარუმატებლად დასრულდება".
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, "ფაქტობრივად, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების დაწყება დააანონსეს". 
"ქართულ ოცნებაში" კი პროკურატურის კომპეტენციაში ეჭვი არ შეაქვთ და მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო უწყებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს. 
გია ვოლსკის თქმით, სახელმწიფოში მართლწესრიგისა და სტაბილურობის გარანტი არის სამართლიანი, ფართომასშტაბიანი და დეტალური გამოძიება:
"პოლიტიკოსებს ვალდებულებაც აქვთ, რომ კომპეტენცია ჰქონდეთ კანონშემოქმედებით პროცესში, მაგრამ გამოძიების საკითხებში შეჭრა პოლიტიკური განცხადებებით, არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment