Monday, July 8, 2019

როგორ ეხმაურებიან რუსი ჟურნალისტები და მედია გაბუნიას მონოლოგს - "უტიფარი... რუბლით უნდა დავსაჯოთ"

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა წი­ნა­და­დე­ბას, შე­ი­ზღუ­დოს რუ­სეთ­ში ღვი­ნი­სა და წყლის მი­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ო­ნიდ სლუც­კიმ გა­ნუ­ცხა­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ვი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი მკაც­რი ზო­მე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტი მხარს უჭერს წი­ნა­და­დე­ბას, უკვე გა­მოთ­ქმულს სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში ფრაქ­ცია "ედი­ნა­ია რო­სი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბის შე­ზღუდ­ვის თა­ო­ბა­ზე. კერ­ძოდ ღვი­ნის, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის, ზო­გი­ერ­თი სხვა სა­ქონ­ლის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იწარ­მო­ე­ბა, აგ­რეთ­ვე ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის გა­ყინ­ვის თა­ო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და დუ­მის დე­პუ­ტატ­მა.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

რუ­სუ­ლი მე­დია მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი ინ­ცი­ა­ტი­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც "პოსტსკრიპ­ტუ­მის" წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ თა­ვი­სი მო­ნო­ლო­გით "და­აგ­ვირ­გვი­ნა", სა­დაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით აგი­ნა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მთე­ლი დღეა გა­ბუ­ნი­ას გა­მოს­ვლას სხვა­დას­ხვა რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:
და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის იუ­ლია ვი­ტი­ა­ზე­ვას თქმით, "ეს უკვე ყო­ველ­გვარ ზღვარს სცდე­ბა, რად­გან იმ უტი­ფარ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს გარ­დაც­ვლი­ლი მშობ­ლე­ბი აგი­ნა...".
"კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნი რუ­სეთ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნონ..." - ამ­ბობს კი­დევ ერთი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ან­ტონ კრა­სოვ­სკი.
რამ­დე­ნი­მე რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მა­თაც ჰყავთ "თა­ვი­ან­თი გა­ბუ­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბენ."
ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ვლა­დი­მირ სო­ლო­ვი­ო­ვი Telegram-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, რომ ასე­თი უტიფ­რო­ბის შემ­დეგ, "არა­ვის აქვს ილუ­ზია მა­ღა­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის, სა­ერ­თო ღი­რე­ბე­ბუ­ლე­ბი­სა და სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის შე­სა­ხებ".
"ეს არ არის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯი, ეს არ­ხის პო­ზი­ცი­აა. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ დე-ფაქ­ტოდ მა­ინც არ მის­ცა დას­ტუ­რი მას ამ ბინ­ძურ წე­რილ­ზე... რუბ­ლით უნდა დავ­სა­ჯოთ. ავი­ა­მი­მოს­ვლა უკვე შე­წყვე­ტი­ლია. ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დი შემ­ცირ­და, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია" - წერს სო­ლო­ვი­ო­ვი თა­ვის გვერ­დზე. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის­თვის ბაზ­რის და­ხურ­ვა შეს­თა­ვა­ზა.
Эхo Москвы-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის ალექ­სეი ვე­ნე­დიქ­ტო­ვის თქმით, ეს იყო "ამაზ­რზე­ნი გა­მოს­ვლა", თუმ­ცა სწო­რია, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ რო­გორც რუ­სეთ­ში დმიტ­რი კი­სი­ლე­ვის (РОССИЯ СЕГОДНЯ-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში მი­კერ­ძო­ე­ბულ და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ჟურ­ნა­ლის­ტად მი­იჩ­ნე­ვა) გან­სჯას არ აქვს აზრი, ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გან­სჯა სა­ქარ­თვე­ლო­ში".
ტე­ლე­წამ­ყვან ოლგა სკა­ბე­ვას გან­ცხა­დე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­სეთ­თან გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ სურ­და, ამი­ტო­მაც მოჰ­ყვა მათი მხრი­დან ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ბუ­ნი­ას მო­ნო­ლოგს. "სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ტოტს ჭრი­ან, რო­მელ­ზეც სხე­დან" - მი­აჩ­ნია ჟურ­ნა­ლისტს.

No comments:

Post a Comment