Friday, July 5, 2019

ევროპა ლიგაზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე დასახელდა

ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ანდორის „ენგორდანს“ დაუპირისპირდება.
ანდორელებმა, სან-მარინოს „ლა ფიორიტა" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
„ენგორდანი“ 1980 წელს დაარსდა და ტიტულებით არ გამოირჩევა.
ევროტურნირს „დინამო“ თბილისი ოპტიმალურ ფორმაში ხვდება. გუნდმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო და გათამაშების სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
დინამოს და „ენგორდანის“ მატჩი 11 ივლისს დინამო არენაზე 21:00 დაიწყება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment