Tuesday, July 9, 2019

გორში იუნკერებს რომლებმაც ინგლისური ენის გამოცდა ვერ ჩააბარეს 28 000 ლარი დააკისრეს

იუნკერებმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს სასამართლო პროცესი მოუგეს. დავა პირგასამტეხელოს თანხის ოდენობას ეხება. სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ბაკალავრიატის მეოთხე კურსის წარმომადგენლებმა ინგლისური ენის გამოცდა ვერ ჩააბარეს. ამის გამო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით, თავდაცვის სამინისტრომ, პირგასამტეხელოს ოდენობა 28 000 ლარით განსაზღვრა.

იუნკერებმა დავა გორის სასამართლოში დაიწყეს. პირველი პროცესი 2018 წელს ჩატარდა. დავა კი, 2019 წლის 
მაისში დასრულდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, 3 იუნკერს თანხის ოდენობა შეუმცირეს. ორ მათგანს, მხოლოდ, 3 ათასი ლარი დააკისრეს, მესამეს კი, - 1000 ლარი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მუხლში მითითებული ფიქსირებული ოდენობა მართლმსაჯულებისთვის არ წარმოადგენს დადგენილ ნორმას. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხელოს ასეთი ოდენობა, გამოცდაზე მიღებული შედეგის მიხედვით, არ უნდა დადგენილიყო.
qartli.ge

No comments:

Post a Comment