Friday, July 5, 2019

ზურა ყიფშიძე შვილიშვილთან ერთად - ჰგვანან ერთმანეთს ბაბუა და შვილიშვილი?

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სიმ­პა­თი­უ­რი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ზურა ყიფ­ში­ძის ოჯახს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხის ოთხი თა­ო­ბა - და­წყე­ბუ­ლი მსა­ხი­ობ ლენა ყიფ­ში­ძით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი მისი შვილ­თაშ­ვი­ლე­ბით, ყვე­ლამ კარ­გად იცის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


დღეს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას ზურა ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, მო­დელ ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის 18 წლის ვაჟ­ზე შე­ვა­ჩე­რებთ, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბით ცნო­ბილ ბა­ბუ­ას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

ნი­კუ­შა ნი­ნუ­ამ სკო­ლა წელს და­ამ­თავ­რა და აბი­ტუ­რი­ენ­ტია. ის და მისი ბი­ძაშ­ვი­ლი - მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძი­სა და მო­დელ კრის­ტი ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია, კლა­სე­ლე­ბი არი­ან და წელს 53-ე სკო­ლა ერ­თად და­ამ­თავ­რეს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ცოტა ხნის წინ მათ სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მოც ჰქონ­დათ, სა­დაც ნი­კუ­შა და ნა­ტა­ლია ცნო­ბილ დე­დებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.
ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე მრავ­ლად ნა­ხავთ მა­მას­თან და ვაჟ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. ლე­ნუ­კა 18 წლის გა­თხოვ­და და 19 წლი­სას უკვე ნი­კუ­შა ჰყავ­და. მო­დე­ლი ამ­ბობს, რომ მა­შინ დე­დო­ბის­თვის პა­ტა­რა იყო, თუმ­ცა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უფრო მე­ტად გა­ი­აზ­რა მშობ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და დღეს და-ძმა­სა­ვით ვართ. მარ­თა­ლია, პა­ტა­რა დედა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მას­ში ბევ­რი ჩავ­დე. ალ­ბათ, ამის შე­დე­გია, რომ კარ­გად სწავ­ლობს, თა­ვად­ვე ის­წავ­ლა რუ­სუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით, არ მაქვს პრობ­ლე­მა მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ზე, არ ეშ­ლე­ბა ზრდი­ლო­ბა, უფ­რო­სის პა­ტი­ვის­ცე­მა, ალ­ბათ, ეს ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა.
ჩემს ძმა­სა და მის მე­გობ­რებ­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. იმის გან­ცდა არ მაქვს, რომ პა­ტა­რაა, ხან შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი რამ მირ­ჩი­ოს, მის ასაკს რომ არ შე­ე­ფე­რე­ბა. სას­წა­უ­ლი იუ­მო­რი აქვს, გი­ორ­გის რას უშ­ვრე­ბა თა­ვი­სი იუ­მო­რით, ვერ აგიხ­სნი, აგი­ჟებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ და ღმერ­თს მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბი, რომ ასე­თი შვი­ლი მყავს" - ყვე­ბო­და ლე­ნუ­კა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.
ნი­კუ­შა ნი­ნუა ცნო­ბი­ლი ბა­ბუ­ის მსგავ­სად მა­ღა­ლი და სიმ­პა­თი­უ­რია, თუმ­ცა გაყ­ვე­ბა თუ არა მას­სა­ვით სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას, ჯერ უც­ნო­ბია...
თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, გვა­ნან ბა­ბუა და შვი­ლიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს?
ambebi.ge

No comments:

Post a Comment