Tuesday, July 11, 2017

მეცნიერები: ყავის ხშირი სმა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ სულ მცირე 3 ყავის ჭიქა სიკვდილის რისკს ამცირებს. შესაბამისი კვლევას Eurekalert-ი ავრცელებს. 
სპეციალისტები დაახლოებით 190 000 მოხალისეს აკვირდებოდნენ. მათ შორის იყვნენ თეთრკანიანები, იაპონური წარმოშობის ამერიკელები, ფერადკანიანები და ლათინოამერიკელები. კვლევის მონაწილეების ასაკი ექსპერიმენტის დასაწყისში, 45-დან 75-წლამდე მერყეობდა.
მთლიანობაში კვლევას 16 წელი ატარებდნენ, რომლის დასრულების დროსაც დაახლოებით 60 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ამათგან 36% - გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან და 31% - სიმსივნისგან. 
სქესის, ასაკის, ალკოჰოლის და თამბაქოს მიღების დოზისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინების შემდეგ, დაადგინეს, რომ ყავის ხშირი მიღების გამო, კაცების სიკვდილიანობის რისკმა 18%-ით, იკლო, ხოლო ქალებში - 8%-ით. 
ეს შედეგი არ იყო დამოკიდებული იმაზე შეიცავდა სასმელი კოფეინს, თუ არა. "ყავა შეიცავს მრავალ ანტიოქსიდანტს და ფენოლურ ნაერთებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კიბოს პრევენციაში", - განმარტავენ მეცნიერები. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment