12 სექტემბრამდე საქართველოში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი 13 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
აღნიშნულ პერიოდში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-32 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი, უნალექო ამინდი 12 სექტემბრამდე შენარჩუნდება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-33 გრადუსი იქნება. 12 სექტემბერს კი ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მცირე, ხანმოკლე წვიმა. შესაბამისად, ტემპერატურა მცირედით დაიკლებს და დაახლოები 28-30 გრადუსი იქნება.
11 სექტემბრის ჩათვლით ასევე უნალექო და თბილ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები თბილისში, სადაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება. 12 სექტემბერს კი, დედაქალაქში ღუბლიანი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი, 28 გრადუსამდე იქნება.
ipn.ge
No comments:
Post a Comment