როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა საკუთარ მეუღლეზე - 1987 წელს დაბადებულ დ.ს.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ასევე დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება წარსულშიც რამდენჯერმე ჩაიდინა. სამართალდამცველებმა დ.ჯ. საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ipn.ge
No comments:
Post a Comment