Friday, September 8, 2017

ვ ი დ ე ო - პრინც ჯორჯის პირველი დღე სკოლაში

  
ბრიტანეთის სამეფოს პატარა პრინცი ჯორჯი, ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის ვაჟი სკოლაში პირველად წავიდა.

სამეფო ოჯახის პატარა წარმომადგენელი სკოლაში მამამ მიაცილა. დედა, ქეით მიდლტონი კი როგორც ამბობენ, სახლში დარჩა, რადგან ორსულობის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდა.
პრინცი ჯორჯი Thomas's Battersea-ს სკოლაში ოც მოსწავლესთან ერთად ისწავლის. 
''სკოლა არ წარმოადგენს სამეფო ოჯახის წევრებისათვის მოწყობილ სასწავლებელ დაწესებულებას, თუმცა პრინცის მიღებამ, გარკვეული სტანდარტების გაუმჯობესებისაკენ გვიბიძგა, რაც ასევე სასარგებლო იქნება სხვა მოსწავლეებისათვის", - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ბენ ტომასმა.
პრინც ჯორჯის განათლება ბრიტანეთის სამეფო ოჯახს წელიწადში 18 ათასი ფუნტი დაუჯდება.
etaloni.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება






No comments:

Post a Comment