გთავაზობთ ინსტრუქციას აღნიშნული დოკუმენტის მიღებისთვის: მასწავლებლის გამოცდა როცა ჩაბარებული აქვს აპლიკანტს, ამის შესახებ ცნობის აღება შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მინდელის #9–ში.
ამისთვის საჭიროა ცენტრში მისვლა. პირველივე სართულზე შესასვლელში თქვენ გადმოგეცემათ განაცხადის ფორმა, სადაც დაწერთ, როდის ჩააბარეთ გამოცდა, რომელი გამოცდა იყო, გამოცდის სახელს და მოითხოვთ ამის დამადასტურებელი ცნობას.
აპლიკანტს შეუძლია სხვა დროს ჩაბარებული გამოცდების შესახებ ცნობის აღებაც. მაგალითად პედაგოგს, ან მასწავლებლობის მსურველს, ადრე თუ აქვს სხვა საგნებში ჩაბარებული გამოცდა, ამის შესახებ ცნობის მოთხოვნაც შეუძლია იმავე განცხადებაში.
ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობის აღება რამდენიმე ეგზემპლარად.
განცხადების ჩაბარების შემდეგ მოგცემენ ფურცელს, სადაც ეწერება, რამდენ ხანში იქნება ცნობა მზად. ცნობის ასაღებად ისევ გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა მიხვიდეთ, ერთ კვირაში. ანუ ცნობის დამზადებას სჭირდება მინიმუმ 5 სამუშაო დღე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობას ელეტრონულად არ გასცემს. არც ცნობის ელეტრონულად მოთხოვნაა შესაძლებელი, რომ დაგიმზადონ და შემდეგ მიხვიდეთ ასაღებად.
თუ თბილისში ვერ ახერხებს პედაგოგი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისვლას, რაიონულ რესურსცენტრში უნდა მივიდეს განცხადების დასაწერად და ისინი გადაგზავნიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ მოთხოვნას.
კიდევ ერთი საკითხი, ცნობა გაიცემა ნებისმიერ შემთხვევაში, მაძიებელ მასწავლებელზეც და პრაქტიკოსზეც, ცნობაში იწერება ის ქულა რაც გამოცდაზე მიიღეთ.
განაცხადის დაწერა შესაძლებელია ყოველდღე, სამუშაო საათებში 10:00-საათიდან 18:00 საათამდე. გამოცდების ჩაბარების შესახებ ცნობის აღება უფასოა.
1tv.ge
No comments:
Post a Comment