Wednesday, September 6, 2017

რომელი უნივერსიტეტები ლიდერობს შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგებით

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მონაცემებით, ლიდერი უნივერსიტეტი ანუ იქ სადაც, ყველაზე მეტმა 963-მა სტუდენტმა  გამოთქვა გადასვლის სურვილი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტი სეუა. ამის შემდეგ მოდის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი, სადაც სწავლის გაგრძელება 856-მა სტუდენტმა გადაწყვიტა. 718 სტუდენტს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს მობილობით გადასვლა.
აღნიშნული ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიაწოდა.
რაც შეეხება მობილობისას სტუდენტთა შორის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს: როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, 2017-2018 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველთა შორის ყველაზე მოთხოვნადი პროფესია ან ფაკულტეტი, სადაც ყველაზე სტუდენტების ყველაზე მეტ რაოდენობას სურდა წელს გადასვლა, იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქ გადასვლის სურვილი 265-მა სტუდენტმა გამოთქვა.
სტუდენტთა არჩევანის მიხედვით, მეორე და მესამე ადგილზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტია.
ასევე იურიდიულზე სურდა სწავლის გაგრძელება 224  სტუდენტს, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ). ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვა 196 სტუდენტმა.
სულ 2017-2018 წლის საშემოდგომო სემესტრის მობილობაში 5691 სტუდენტი მონაწილეობდა. საფასურის გადაუხდელობის გამო დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა 451–ს, ხოლო არასაკმაირის  ქულების გამო 608 სტუდენტს.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment