„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322-ე
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა
2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდა 1 წლით.
უსდ-ების ჩამონათვალი ავტორიზაციის ვადის მითითებით
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას,
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში
საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ
ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულების“ მე -14 მუხლის მე -2 პუნქტითა და მე -17 მუხლით დადგენილი
ვადები.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საავტორიზაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება:
ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;
ბ) საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას;
გ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას.
eqe.ge
No comments:
Post a Comment