Tuesday, September 5, 2017

გეგმური სამუშაოების გამო ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, გლდანის, სამგორის, საბურთალოს, კრწანისის, დიდუბის, ნაძალადევისა და ვაკის რაიონების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს. 

გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, გრიგოლ ხანძთელის, ულიანოვის, სხვიტორის, რევოლუციის, ბარისახოს, ტრაპაიძის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მცხოვრებლებს; 11:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI და VII მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს; 15:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შეშელიძის და სარაჯიშვილის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, გამსახურდიას, პეკინის, ბოლქვაძის, კოსტავას, ჩიქოვანის და დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I და II კვარტლების მცხოვრებლებს; 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ტეხურის, ქარელის, ნატახტარის, ბზვანელის, ბაკურციხის, ტუსკიას და წინაუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სადგურის და ვაგზლის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) და მარნეულის ქუჩის მცხოვრებლებს; 13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, კარალეთის და ტრანსპორტის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ. 

ipn.ge



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment