Sunday, September 10, 2017

ალექსანდრე ჯეჯელავა: მე, რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი და ოქროს თევზი შემხვედროდა...

გუშინ, სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციის მეორე სესიის ძირითადი მომხსენებელი ალექსანდრე ჯეჯელავა იყო. სკოლის ლიდერთა თავყრილობას მინისტრმა მართვის თემები ჩვეული დინამიურობითა და ხატოვნებით შესთავაზა. ,,მოკლედ, ოქროს თევზი რომ შემხვდეს (კოლექტიური ოქროს თევზი) და მკითხოს, რაში გვჭირდება დახმარებაო,  ორ რამეს ვთხოვდი: ერთი, რომ მშობლები და მასწავლებლები იყვნენ გაერთიანებულები ბავშვის აღზრდის საქმეში და მეორე_ საქმეზე, სკოლაზე და ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდეთ ადმინისტრაციას და მასწავლებლებს... მესამეც _ სკოლაში პროფესიული განვითარების პროცესი უწყვეტი იყოს.

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად     

გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს ამ გამოსვლიდან.
- ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია,  სკოლის დირექტორს, სკოლის ადმინისტრაციას ძალიან დიდი გავლენა აქვს სკოლის ხარისხზე. შარშანდელი წლიდან მიმდინარეობს სკოლის დირექტორების ტრენინგები ლიდერობასა და მენეჯერობის უნარებში.  ვფიქრობ,  ეს იქნება ძალიან კონკრეტული შედეგის მომტანი უკვე ამ სასწავლო წელს, ანუ ნებისმიერი სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც უკეთ შეძლებს თანამშრომლების მოტივაციას, სამუშაო პროცესების ორგანიზებას, კარგ სტარტს მისცემს სასწავლო წელს.  ჩვენ მაღალი მოლოდინები გვაქვს. ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების,  ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ფონდი_საქართველოსი, რადგან მათი დახმარებით მოგვეცა საშუალება, განგვეხორციელებინა ეს პროგრამა, თუმცა დირექტორებსუკვე ჩვენი ძალებითაც ვპირდებით ძალიან ბევრ ტრენინგსა და სხვა აქტივობას.
- მიხარია, რომ ამკონფერენციის თემა არის მართვა და ჩემი გამოსვლის თემაც ეს არის. მე, რომ სკოლის დირექტორი გავმხდარიყავი, რას ვიზამდი პირველ რიგში? ამ კუთხით შევეცადე შემეხედა ამ საკითხისთვის.  სავარაუდოდ, შევხედავდი იმ სასკოლო ,,ტერიტორიას“, სადაცცუდად იქნებოდა საქმე. მაგალითად, კომაროვში რომ მივსულიყავი მათემატიკის სწავლებაზე კი არ გავამახვილებდი ყურადღებას, არამედ  სხვა საკითხებზე, რომელიც იქ სუსტი მხარეა. მაქვს ჩემთვის მოფიქრებული ორი ,,ტერიტორია“, რომელიც იქნებოდა უპირველესი საგანი ჩემი ყურადღებისა.  ეს იქნებოდა: მშობლებთან ურთიერთობა, ანუ იმ ხალხთან ურთიერთობა, ვისაც ვემსახურებითდა მეორეიქნებოდა მთელი კოლექტური(და არა ერთეული პედაგოგების)მოტივაცია. მე მჯერა, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში, ძალიან მოკლე ვადაში შეიძლება შედეგების დანახვა.მოკლევადიან პერიოდში შედეგების დანახვა ძალიან სახალისოა და  მოტივაციას უქმნის ყველას. თქვენ ეს ყველაფერი გააზრებული გაქვთ და იმიტომაც აღწევთ იმას, რასაც აღწევთ.
_მჯერა, რომ ქართულ სკოლას აქვს დიდი რეზერვები მშობლებთან მუშაობის მიმართულებით. ჩვენ აღვიზარდეთ ისეთ სისტემაში, სადაც მშობლებთან (დამკვეთებთან) ურთიერთობა საერთოდ იყო უგულებელყოფილი, ან უარყოფით ემოციებთან დაკავშირებული. ... არადა, ეს კავშირი, ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, შეიძლება იყოს ყველა  ლაბორატორია და ესგ-სყველა ქვეთავი, ერთად აღებული... იმიტომ რომ ეხება აღზრდის პროცესს, სადაც ორმა აღმზრდელმა (სკოლამ და მშობლებმა) შეთანხმებულად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.ამიტომ მე, რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი, კოლეგებს ვეტყოდი, რომ მოდით, მშობლებთან ავაწყოთ ისეთიურთიერთობა, რომელიც დისკომფორტს არ შეგვიქმნის არც ერთ მხარეს. ბიზნესიდან მოვდივარ და ვიცი, თუ კარგად არ მოემსახურები კლიენტს, წყალშია ჩაყრილი, ყველაზე უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა. ამ მიმართებით, საჭიროა, ჩვენი თავი აღვზარდოთ, როგორც მშობლების პარტნიორებმა.მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს, რომ მშობლებთან მოვაწყოთ სწორი ურთიერთობა. სწორ ურთიერთობაში, არ იფიქროთ, რომ მშობელი არის მთავარი და ჩვენ უნდა დავეცეთ მის წინაშე და თაყვანი ვცეთ. მე ვგულისხმობ სწორ, თანამშრომლობით უთიერთობას.თუ საჭიროა, მკაცრად მოვიქცეთ მათ, თუ რაიმე უჭირთ, ზედ გადავყვეთ მშობლებს, ჩავრთათ ისინი სპორტულ ღონისძიებებში,  აღზრდაზე სწავლებებში და ასე შემდეგ. ოღონდ ისე, რომ ამას არ დაჰკრავდეს ზემოდან ქვემოთ ყურების ელფერი. მოკლედ, მიმაჩნია, რომ აქ სერიოზული რეზერვები გვაქვს,  ვაპირებთ, რომ კვალიფიკაციის ამაღლება ამ მიმართებითაცსერიოზულად განვავითაროთ.
- მეორე საკითხი, ეს არის  კოლექტიური მოტივაციის შექმნა სკოლაში. მოკლედ ერთი პედაგოგის მოტივაცია და კოლექტივის მოტივაცია, არის სხვადასხვა რამ. ორგანიზაციული კულტურის განმარტება ამბობს, რომ ეს არის დამოკიდებულება საქმის მიმართ და ერთმანეთის მიმართ. მაგალითად, რომელიმე პედაგოგს რომ ვკითხო, რას იტყვით თქვენს სკოლაზე და მიპასუხოს, გადასარევია, მიხარია იქ მისვლაო და მეორე კითხვაზე _ კოლეგებზე რას იტყვით? მიპასუხოს, რომ გადასარევები არიან, მიჭირს გვერდით მყვანან, უჭირთ, მათ გვერდით ვარო. მეტი კითხვა აღარ არის საჭირო. თუ ეს ყველაფერი მართალია, ასეთი სკოლა, ან უკვე აყვავებულია, ან უახლოეს მომავალში აყვავდება.
- მოკლედ, ოქროს თევზი რომ შემხვდეს (კოლექტიური ოქროს თევზი) და მკითხოს, რაში გვჭირდება დახმარებაო,  ორ რამეს ვთხოვდი: ერთი, რომ მშობლები და მასწავლებლები იყვნენ გაერთიანებულები ბავშვის აღზრდის ამოცანის გადასაჭრელად და მეორე_ საქმეზე, სკოლაზე და ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდეთ ადმინისტრაციას და მასწავლებლებს; სამწუხაროდ, ჩვენი სისტემებიდან ეს ორი განზომილება, თითქოს გამორჩენილია, მე ვგულისხმობ სქემას, ადმინისტრირებას, წესებს... სქემა, რომელიც ხორციელდება. ძალიან კარგია და ის კიდევ განვითარდება, მაგრამ ნებისმიერ სქემას შეუძლია იყოს შეჯიბრებითი და შეუძლია იყოს თანამშრომლობითი. ცნობილია, რომ თანამშრომელთა გამორჩევის სისტემა არის მეთოდი, რომ დიდი სისტემა აკონტროლო დაბალი ადმინისტრაციული ხარჯით. ეს არის ერთმანეთის გადამტერების სისტემა. მოკლედ მუშაობს ასინეთას მიდგომა... ჩვენ ვამბობთ, რომ სასწავლო -სააღმზრდელო დაწესებულებაში, ისეთი სისტემა, რომელიც  ადამიანებსაჯიბრებს, არის დამღუპველი პედაგოგიური პროცესისთვის, რადგანამკვიდრებს ფუნდამენტურად არასწორ ფასეულობებს.

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად     

- როცა სქემიდან ამოვიღეთ სკოლიდან წასვლის კომპონენტი, მივიღეთ კრიტიკა, რომ სკოლიდან აღარავინ წავაო. წასასვლელები აუცილებლად წავლენ. ჩემი ნება რომ იყოს, იცით ვინ წავიდოდნენ სკოლიდან? ისინი, ვინც უფროსი მასწავლებლებიგახდნენ, მერე,,კუდი ყავარზე გაიდეს“, აღარაფერს აკეთებენ და კოლეგებს ზევიდან უყურებენ. მოვუყრიდი თავს და... იმიტომ რომ ფასეულობითი პრობლემა იქმნება და ეს არის ძალიან ფუნდამენტური რამ. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ  ქიმიის ან გრამატიკის ფუნდამენტური სწავლების დაწესებულება, ჩვენ ვართ ჰარმონიული ადამიანის ჩამოყალიბების დაწესებულება და ამ უპირველესად ჰარმონიულმა, ქიმია და გრამატიკაც თუ იცის, ეს უკვე ძალიან კარგია.
- მოკლედ თანამშრომლობითი კულტურის თეორია აგებულია არაკონკურენტულ, არამედ თანამშრომლობით ურთიერთობებზე. თქვენ თუ მოიფიქრებთ რაიმე მექანიზმს და შესძლებთ, რომ სკოლაში ერთი კონკრეტული მასწავლებლის წარმატება აღიქმებოდეს საერთო წარმატებად, მანქანა იმუშავებს სხვანაირად.
- ოქროს თევზი მესამე სურვილსაც იღებსხოლმე, და მესამე სურვილი იქნებოდა, რომ სკოლაში ხდებოდეს კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.... თქვენ გყავთ ძალიან კარგი თანამშრომლები და როცა მათ შეხვდებით, ჰკითხეთ რა გააუმჯობესეს დღეს, რა შეცვალეს დღეს?  პირველი რეაქცია იქნება გაკვირვება, რა, ცუდად ვაკეთებ, არ მოგწონს? მაგრამ უპასუხეთ, რომ არაჩვეულებრივად აკეთებს, მაგრამ უკეთესადხომ შეუძლია? ყოველდღე ახალი ნაბიჯები, ეს არის სწორი მიდგომა.

👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად     

- ჩემი მხრივ, მინდა დაგპირდეთ, რომ დირექტორების მიმართ ყურადღების მოდუნება პროფესიული განვითარების მიმართულებით, თუ ხელფასის ზრდის მიმართულებით, დამთავრდა. ძალიან ბევრი სიახლე წამოვა დირექტორებისათვისაც და საერთოდ, ადმინისტრაციის წევრებისთვისაც, მათშორის მატერიალურიც და არამატერიალურიც. მაგრამ თქვენი მხრიდანაც გვექნება მაღალიმოლოდინები.
edulive.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment