Thursday, September 7, 2017

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა


„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 
მუხლი 1. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/03/2011, 110311011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016076) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:
1. მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. საჯარო სკოლაში პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით; II-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით, ხოლო ორ და მეტ ცვლიან სკოლაში დასაშვებია II-XII კლასებში გაკვეთილის/გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად).
ასევე სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით;
ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს/შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით.
6. საჯარო სკოლაში გაკვეთლებს შორის მინიმუმ ერთი შესვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 10 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით; ამასთან, იმ საჯარო სკოლებში:
ა) სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ერთ ცვლაზე, გაკვეთილებს შორის მინიმუმ ერთი შესვენება ნაცვლად მინიმუმ 10 წუთისა, უნდა იყოს არანაკლებ 20 წუთი.
ბ) სადაც სასწავლო პროცესი დაგეგმილია ორ და მეტ ცვლაზე, მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სარეკომენდაციოა თითოეული ცვლისთვის.“
2. მე-11 მუხლის  მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს სემდეგი რედაქციით:
„თ) სადამრიგებლო პროგრამა.“
3. მე-11 მუხლის  მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპრუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარების განრიგი სკოლაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
4. მე-12 მუხლს  დაემატოს 121მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 121 პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები
1. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები შესაძლოა ჩატარდეს მე-9 და/ან მე-11 კლასებში სკოლის მიერ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ.
2. სკოლებმა, რომლებიც გადაწყვეტენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარებას, შეიძლება დაადგინონ შემდეგი განრიგი: 8 გაკვეთილი - მე-9 კლასში ორივე სემესტრში, 4 გაკვეთილი მე-11 კლასში II სემესტრში.
3. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებით შეიძლება გათვალისწინებული იყო სხვა ღონისძიებების ჩამონათვალი საექსკურსიო განრიგის მითითებით.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
                                                                                             ალექსანდრე ჯეჯელავა

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment