Friday, October 13, 2017

ჩერჩილის მოწეული სიგარა აუქციონზე 12,262 დოლარად გაიყიდა

სიგარა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა, 1947 წელს ბოლომდე არ მოსწია, RR Auction-ის აუქციონზე 12,262 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის ვებგვერდი იუწყება. 
ლოტის სასტარტო ფასი 1 000 დოლარი იყო. 
ჩერჩილმა La Corona-ს სიგარა 1947 წლის 11 მაისს საფრანგეთში, ლე ბურჟეს აეროპორტში მოსწია. მოგვიანებით სიგარის ნამწვი ეკიპაჟის წევრმა შეინახა. 
სიგარა უინსტონ ჩერჩილის იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყო. ის თითქმის ყველა ფოტოზე ეწევა. 2010 წელს ლონდონში ჩერჩილის პირადი ნივთების კოლექცია გაყიდეს. მაშინ სახელგანთქმული ბრიტანელი პოლიტიკოსის მიერ მოწეული ჰავანური სიგარა 2 ათას ფუნტად გაიყიდა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment