ბერძენმა სპეციალისტმა, ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. გასული ევრობასკეტის შემდეგ ზუროსს კონტრაქტი ამოეწურა და ბერძენ სპეციალისტთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაწვრთნის.
"მოხარული ვარ, რომ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია, მეც და საქართველოს კალათბურთის ფედერაციაც. განვლილ ორ წელიწადში გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები და ვიასპარეზეთ ევრობასკეტზე.
მომდევნო ციკლი მსოფლიო თასის საკვალიფილაციო ეტაპებია. წინასწარ შეიძლება ითქვას - მძიმე სიტუაციაა, რადგან განახლებული გუნდით მოგვიწევს გამოსვლა. თუმცა მოხარული ვარ, რომ ახალ ციკლს ახალი იმედითა და კარგის მოლოდინით ვიწყებთ. არ გვეყოლება ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე, რომლებიც ბოლო წლებში გუნდს ძალიან ეხმარებოდნენ, თავს არ ზოგავდნენ. საქმე ძალიან გართულდა მას მერე, რაც ფიბა და ევროლიგა ვერ შეთანხმდნენ... შესაბამისად, დღევანდელი სიტუაციით ნაკრებში ვერც ევროლიგის კალათბურთელები ითამაშებენ. არ გვეყოლებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი,"- განაცხადა ზუროსმა.

ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 2016 წელს იგორ კოკოშკოვის ნაცვლად დაინიშნა. მასთან ერთად ჩვენმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის მოსამზადებელი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში კი მეხუთე ადგილი დაიკავა.
24 ნოემბერიდან საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, სადაც ოთხგუნდიან ჯგუფში გერმანიასთან, სერბეთთან და ავსტრიასთან ერთად მოხვდა.
No comments:
Post a Comment