Sunday, October 22, 2017

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 14.7 %-ით გაიზარდა

2017 წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 14.7 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქაერონავიგაცია“ ავრცელებს.
მათიცე ცნობით, ასევე გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც. მიმდინარე წელს საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენის რიცხვი 30 248 გაუტოლდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 38%-ით მეტია.
2017 წლის სამივე კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენმა დისტანციამ 31 333 428 კმ. შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 3.45% -ით აღემატება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment