Sunday, October 22, 2017

კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა. დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.06%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა. 
მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - ხმათა 17.46%-ით. მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია 16.53%-ით. შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველოს" კანდიდატი  ელენე ხოშტარია 7.13%-ით და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ირმა ინაშვილი 3.02 %-ით. 
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment