საერთაშორისო გარბენი „თბილისიმარათონი 2017“ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თბილისიმარათონის მარშრუტი წელსაც ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოიცავდა და მონაწილეებმა ძალები 21-კილომეტრიან ნახევარმარათონსა და 10-კილომეტრიან გარბენში მოსინჯეს. ნახევარმარათონზე რეგისტრაციის ღირებულება 15-ს, 10-კილომეტრიან გარბენზე კი 20 ლარს შეადგენდა.
მარათონში მონაწილეობა წელს 2500-მდე მოხალისემ მიიღო. რეგისტრაციის შედეგად შესული თანხა კი მთლიანად „კასპის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოხმარდება. წინა წლების მსგავსად, ღონისძიების ორგანიზატორი ამჯერადაც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ იყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment