Sunday, October 22, 2017

კახეთის რეგიონში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები ლიდერობენ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია კახეთშიც. წინასწარი ინფორმაციით, რეგიონში ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები ლიდერობენ.
თელავის მე-17 საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 54 საარჩევნო უბნიდან, 35 უბნის შედეგები უკვე დათვლილია.
ამ შედეგების მიხედვით ქართული ოცნების კანდიდატი შოთა ნაკრელიშვილი 54% - ით ლიდერობას, მისმა ოპონენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველმა კი ხმათა 28%-ი მიიღო.
ლაფანყურის საარჩევნო უბნიდან გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულ ოქმთან დაკავშირებით განმარტებები თელავის ოლქში დღეს დილით გაკეთდა. გიორგი კალმახელიძის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმის ასლი უბანზე არსებობდა, რის გამოც პრობლემა მალევე მოგვარდა და ამ უბნის შედეგებს საფრთხე არ ემუქრება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment