Thursday, October 19, 2017

ესპანეთის ხელისუფლება 21 ოქტომბერს კატალონიის ავტონომიას გააუქმებს

 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ესპანეთის ხელისუფლება 21 ოქტომბერს კატალონიის ავტონომიის გაუქმების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ El Pais-ი წერს. შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მორიგი ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ კატალონიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა პირდაპირი პასუხი გაეცა კითხვაზე: ესპანეთიდან გამოყოფა ფორმალურად გამოაცხადეს თუ არა. 
წესრიგის აღდგენისთვის ოფიციალური მადრიდი კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფელბის უფლებამოსილების შეჩერებას და რეგიონში ცენტრალური მმართველობის შემოღებას ითვალისწინებს. 
ამის საპასუხოს, კატალონიის ავტონომიის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ თუკი ესპანეთის ხელისუფლება კონსტიტუციის ამ მუხლს აამოქმედებს, კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. 
16 ოქტომბერს, ოფიციალური მადრიდი კატალონიის ლიდერის წერილს გამოეხმაურა და კარლეს პუჩდემონს ახალი ულტიმატუმი წაუყენა. სანტამარიამ პუჩდემონის წერილს არალეგიტიმური უწოდა. კატალონიის ლიდერმა პასუხი არ გასცა კითხვას, აპირებს თუ არა კატალონია დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
პუჩდემონს კატალონიის ირგვლივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ესპანეთის პრემიერმინისტრთან, მარიანო რახოისთან შეხვედრა სურს.
11 ოქტომბერს, ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის ხელისუფლებისგან პირდაპირი პასუხი მოითხოვა: გამოცხადდა რეგიონის დემოუკიდებლობა თუ არა?!
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
2 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში, ვერ ჩაატარებს.
კატალონიის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.
imedinews.ge

 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment