Thursday, October 19, 2017

ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნების ეფექტური გზა დასახელდა

 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორ შევხვდეთ სიბერეს ჯანმრთელები? ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის შესახებაც სტატია The Journals of Gerontology-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერები პასუხების მისაღებად კვლევაში მონაწილე 969 ადამიანს რამდენიმე ათეული წელი, 1949 წლიდან, მათი დაბადებიდან აკვირდებოდნენ. კერძოდ კი, სპეციალისტები ამ ადამიანების ზრდასრულ ასაკამდე ჯერ კვების რაციონს, ხანდაზმულობის ასაკში გადასვლის შემდეგ კი - მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მონაცემებს აკვირდებოდნენ.
ბრიტანელი მეცნიერების თქმით, იმისთვის, რომ სიბერეში ჯანმრთელები ვიყოთ და კარგი ფიზიკური ფორმა გვქონდეს, მნიშვნელოვანია ახალგაზრდობასა და მოზარდობაში დამუშავებულ საკვებ პროდუქტებზე უარი ვთქვათ. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ასეთი პროდუქტების ნაცვლად, კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, მარცვლოვანი კულტურით გავამდიდროთ. მეცნიერები ამბობენ, რომ კვების ამგვარი რაციონი ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიბერის განმაპირობებელი იქნება.
სპეციალისტების თქმით, ზრდასრულმა ადამიანმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქცოს კვების რეჟიმსა და პროდუქტებს.
imedinews.ge

 👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment